უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 21 თებერვალს 19-დან 13 დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 19-დან 13 დრონი ჩამოაგდეს 21 თებერვალს, უკრაინის ოთხ რეგიონში. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები იტყობინება. ცნობით, ასევე განადგურებული იქნა ერთი S-300-ის ტიპის რაკეტა და ოთხი Kh-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა. დრონები ჩამოყარეს ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის რეგიონებში. საჰაერო ძალების ინფორმაციით, დანარჩენი ექვსი დრონიდან ზოგიერთი ვერ მოხვდა სამიზნეს. Kh-22-ის […]
ფეხსაცმელი ესროლა სახეში – შსს-ს თანამშრომელი ცოლზე ძალადობაში ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობაში ამხილეს. გამოძიების მოპოვებული ინფორმაცია ავთანდილ ბ.-ს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გააცნეს. გამოძიების ინფორმაციით, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 2 თებერვალს მოხდა – კაცმა […]
ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახს არ ჰყავს ადვოკატი და არც დამხმარე პირი, ვინც რუსეთის სამართალდამცველ უწყებებთან დააკავშირებს და შვილის გათავისუფლებაში დაეხმარება. უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, მამუკა გაწერელიას მიმართ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში […]
BBC – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ფოტოებთან და ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს. „20 თებერვალს, შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS-დან დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, – წერს BBC. BBC-ის ცნობით, საწვრთნელ ბაზაზე რუსეთის 36-ე მოტომსროლელთა […]
ლაშა ხუციშვილი – საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან მოწინავე პოზიციაზეა

საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში […]
სოფო ჯაფარიძე – ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი

გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ. ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გორში განაცხადა, სადაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხის ქვეშ არის. ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს […]
არჩილ თალაკვაძე – ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება – „ნაციონალური მოძრაობა 2“ და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ ამ მეორე ვაგონშიც როგორმე თავისი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება

ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება – „ნაციონალური მოძრაობა 2″ და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ ამ მეორე ვაგონშიც როგორმე თავისი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს, ასეთი სასაცილო განცხადებებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისივე თქმით, მიხეილ […]
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი – საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, გასულ წელს დამტკიცდა 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA)” 2022 წლის შეფასებას. „შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. […]
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – გარემოს ეროვნული სააგენტო

2-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 24 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, […]
სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა. თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, […]