მიხეილ დაუშვილი – გახარიას გუნდის წინააღმდეგ კამპანიაში „კოლექტიური ნაცები“ და „კოლექტიური ოცნება“ ერთად მოქმედებენ – ეს კამპანია წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების” პროპაგანდამ

გახარიას გუნდის წინააღმდეგ კამპანიაში „კოლექტიური ნაცები“ და „კოლექტიური ოცნება“ ერთად მოქმედებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. „არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის […]

აშშ-ის ელჩი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა – გვსურს, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა. დიპლომატის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა მიმართულებით მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი […]

ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლოში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას სარჩელის განხილვა 4 მარტს დახურულ სხდომაზე მოხდება. გუშინ, ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დაებრუნებინა, რათა შვილი ღირსეულად დაეკრძალა. შეგახსენებთ, […]

ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნს” დატოვებს

სეზონის დასრულების შემდეგ “ბაერნის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი “რეკორდმაისტერს” დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მიზეზი მიუნხენელთა არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახლავთ. ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი “ბაიერნი” პირველადგილოსან “ლევერკუზენს” 8 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “რეკორდმაისტერი” მოულოდნელად “ლაციოსთან” 0:1 დამარცხდა. “ბაიერნში” მწვრთნელის კანდიდატურაზე ამ გუნდის ყოფილი თავკაცი […]

კავშირშია რუსულ დაზვერვასთან – აშშ-ს პროკურატურა FBI-ს ყოფილ ინფორმატორზე

აშშ-ს პროკურატურის განცხადებით, FBI-ს ყოფილი ინფორმატორი, რომელსაც ბრალი წარუდგინეს უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-სთან ჯო და ჰანტერ ბაიდენების კავშირების შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო, რუსულ დაზვერვასთანაა კავშირში. ალექსანდრ სმირნოვის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საქმეშია მოცემული. სმირნოვი გასულ კვირას ჰარი რეიდის საერთაშორისო აეროპორტში ლას-ვეგასში, ნევადაში დააკავეს. ამასთან, პროკურორები ითხოვდნენ აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე […]

ლუკაშენკომ სამართალდაცავ ორგანოებს ქუჩების ცეცხლსასროლი იარაღით პატრულირება დაავალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს ქუჩების ცეცხლსასროლი იარაღით პატრულირებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკომ ამის მიზეზად მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონის კლების მიუხედავად, არსებობს “ექსტრემისტული ხასიათის” დანაშაულის რისკები. “ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში და ქუჩაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად არის კრიმინალების ქმედებების […]

სავარაუდოდ, თავი მოიკლა რუსმა სამხედრომ, რომელიც ავდეევკაში რუსეთის დიდ დანაკარგზე წერდა

რუსი სამხედროს და ბლოგერის, ალექსანდრ მოროზოვის, მეტსახელად „მურზის“ თვითმკვლელობის შესახებ იუწყებიან მისი მეგობრები და რუსეთის არმიის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხები. მოროზოვმა, რომელიც უფროსი სერჟანტის წოდებით უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი ბლოგერობაც დაიწყო და ტელეგრამ-არხზე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა, 18 თებერვალს დაწერა, რომ რუსეთს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღება დაუჯდა 16 ათასი სამხედროს სიცოცხლედ და 300 ერთეული […]

საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, გასულ წელს დამტკიცდა 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA)” 2022 წლის შეფასებას. „შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. […]

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი – „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით – […]

ფული, კონვერტები და “კასირი” – მთავარი ქურდი და ღარიბაშვილის “კისერი”– რას ამბობს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს კონვერტებით არიგებს და ამბობს: დარწმუნებულია, რომ “ოლიგარქმა ყოფილ პრემიერს კორუფციის გამო “მოაძრო თავი”. სააკაშვილმა, იმ სქემაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი ოლიგარქი ბიუჯეტის ფულს ანაწილებს. დღეს როგორ ხდება ფულის განაწილება – ძირითადი ფული იკრიბება მთავარ ქურდთან, შემდეგ ის კონვერტებში ანაწილებს. ამას ჰქვია თეთრი კონვერტების […]