გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. „გარემოს დაცვისა და სოფლის […]

რატი იონათამიშვილი თემურ ჯანაშიას განცხადებაზე „რევოლუციური წინა პროცესის“ შესახებ – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“. იონათამიშვილი ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს […]

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალი თაობის Toyota C-HR-ის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტესტ-დრაივზე იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალი, მეორე თაობის Toyota C-HR-ის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტესტ-დრაივზე იწვევს, რათა თანამედროვე ქალაქისთვის შექმნილი ამ ელეგანტური, კომპაქტური ქროსოვერისა და მისი მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემის შესაძლებლობებში დარწმუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ერთგულ მომხმარებელსა და ავტომოყვარულებს ოფიციალურად წარუდგინა ახალი Toyota C-HR-ი, რომელიც წინამორბედისგან თვალშისაცემი, ექსტრავაგანტური დიზაინით, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.18 თეთრით. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6501 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8618 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.87 ლარად.

“იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?” – დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

ამერიკაში მცხოვრები მებრძოლის მერაბ დვალიშვილის შესახებ დაღესტნელმა მაგდი ამაჩოვმა ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მერაბმა ის გაცნობისთანავე საკუთარ სახლში შეიფარა და მასზე დღემდე ზრუნავს. “ერთხელ მერაბმა ვარჯიშის შემდეგ მკითხა – “აქ სად ცხოვრობ?” ვუთხარი, რომ ახალი ჩამოსული ვიყავი. ვაჩვენე ჩემი მანქანა, იქ პარკინგზე ვცხოვრობ მანქანაში-მეთქი. ვეგასში ახალი ჩამოსული ვიყავი, სად ვიცხოვრებდი… გაიცინა და მითხრა, ასე არ […]

ცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე – კვარაცხელია და “ნაპოლი” “ბარსელონას” წინააღმდეგ!..

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნებ ისეთივე ემოციებს აღარ აღძრავს, როგორც წლების წინ, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე მეორე წელია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო განსაკუთრებულია. “ნაპოლის” მთავარი მიზანი შარშანაც და წელსაც ისაა, მაქსიმალურად შორს გავიდეს; პლეი-ოფში ახლა რთული მეტოქეა – “ბარსელონა”. ორივე ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი იდეალური პერიოდი არ უდგათ. პირველი დაპირისპირება “დიეგო მარადონაზეა” – […]

რეფორმები იქნება მთავარი – მეცოლა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

რეფორმები იქნება მთავარი – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს “, – აღნიშნავს რობერტა მეცოლა. აღნიშნულს საქართველოს […]

“გარდაცვლილი” ჩვილის საფლავი ცარიელია – თამუნა მუსერიძე

44 წლის წინ ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობელს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი გოგო დაღუპული იყო და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს – განჩინების საფუძველზე 2023 წლის 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ოჯახის წევრზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ […]