„სიღარიბის მაჩვენებელი დაბალი არაა, თუმცა უნდა შევხედოთ, სად ვიყავით“ – ფინანსთა მინისტრი

დიახ, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ უნდა შევხედოთ, სად ვიყავით და სად ვართ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ახლა სიღარიბის მაჩვენებელი არის 15% და განახევრებულია ასევე უმუშევრობის დონე, მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგია. „უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლების ერთ წელიწადში რადიკალურად გაუმჯობესება […]
სად არის ქონების გადასახადის კანონპროექტი? – ლაშა ხუციშვილი დეპუტატის კითხვას პასუხობს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, “ევროოპტიმისტების” წევრი რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და ეკითხება, სად არის ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტი, რომლის ინიცირებასაც უწყება 2024 წლის გაზაფხულზე საკანონმდებლო ორგანოში აპირებდა. კითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს და კანონპროექტი პარლამენტს საჯარო განხილვების შემდეგ წარედგინება. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ლაშა ხუციშვილის მოსმენისას, რომან გოცირიძემ მის მიერ ინიციირებული კანონპროექტის ჩაგდება […]
შრომის ინსპექციამ უსაფრთხოების მიმართულებით 2527 დარღვევა გამოავლინა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: · 1523 შემთხვევაში გაფრთხილება · 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება · 643 შემთხვევაში ჯარიმა 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო. […]
ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე”, – […]
2023 წელს 361-ს ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: • 1523 შემთხვევაში გაფრთხილება • 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება • 643 შემთხვევაში ჯარიმა 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებების 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს. […]
“ბარსელონას” და “ატლეტიკოს” გრინვუდის დამატება სურთ – “იუნაიტედმა” ფასი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ხეტაფეში” განათხოვრებული მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. Sport1-ის ჟურნალისტის კრისტოფერ მიშელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის დამატებით ლა ლიგის ორი გრანდი – “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდებიან. გამოცემის ცნობით, “მანკუნიანელები” 22 წლის შემტევის გასხვისების წინააღმდეგები არ არიან და მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, სურთ თუ არა ამ თანხის გადახდა “ბლაუგრანასა” და […]
ნათელა გრიგალაშვილი Prix Andrée Moser 2024-ის გამარჯვებული გახდა

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია მაღალმთიანი აჭარიდან LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა „მოხარული ვარ, რომ ჩემი სერია მაღალმთიანი აჭარიდან Prix Andrée Moser ჯილდოს გამარჯვებული გახდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს!“, – წერს ნათელა გრიგალაშვილი. Andrée Moser-ის ჯილდო ერთ-ერთი შვეიცარიული ფოტოფესტივალის, Nuit de la Photo-ს ნაწილია.
რუსებმა უკრაინის არმიის ქართველ ჯარისკაცს „სამუდამო პატიმრობა“ „მიუსაჯეს“

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „უზენაესი სასამართლოს“ უკანონო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას „სამუდამო პატიმრობა“ მიუსაჯა. ეს ინფორმაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. რუსების შეკერილი საქმის მიხედვით, გაწერელია, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაცვის დროს, „სამი რუსი ოკუპანტის” “მკვლელობის” “ბრალდებით“ „გაასამართლეს“. მამუკამ ციხიდან გუშინ დამირეკა, რუსულად მესაუბრა და მითხრა, რომ ხვალ სასამართლოა და არ […]
ისრაელმა ბედუინ კაცს, რომელმაც ისრაელელი ჯარისკაცები გადაარჩინა, ბინადრობის უფლება მისცა

ისრაელმა ბედუინ კაცს, ჰამიდ აბუ არარს, რომელმაც 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს ისრაელელი ჯარისკაცები გადაარჩინა, ბინადრობის უფლება მისცა. ჰამიდ აბუ არარი სამხრეთ ისრაელში, ნეგევში ცოლთან და 9 შვილთან ერთად ცხოვრობდა, როდესაც ჰამასის ტერორისტები 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხნენ. ბედუინმა კაცმა ნეგევში მყოფი ისრაელელი ჯარისკაცები შეიფარა. ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს ჰამიდ აბუ არარის ცოლი ფატიმა მის […]
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია “მაღალრისკიანი ტრანზაქციების” გამო გაუუქმა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია “მაღალრისკიანი ტრანზაქციების” შესრულების გამო გაუუქმა. “მისი [ბანკის] საქმიანობა ხასიათდებოდა მაღალი რისკის ტრანზაქციებში ჩართულობით, რომელიც მიზნად ისახავდა ანგარიშსწორების უზრუნველყოფას ფიზიკურ და ჩრდილოვან ბიზნესებს შორის, მათ შორის თანხების გადარიცხვებით კრიპტო გადამცვლელების, არალეგალური ონლაინ კაზინოების, ტოტალიზატორების და ა.შ სასარგებლოდ. ამასთან, ბანკი ჩართული იყო მარეგულირებლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის გზების მოძიებაში”. – […]