როდის ჩაერიცხებათ მუნიციპალიტეტებს სტიქიის საპრევენციო თანხები? – მინისტრის პასუხი

„სტიქიის შედეგების საპრევენციო თანხები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მომავალი კვირიდან ჩაირიცხება“, – ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა. მინისტრმა დეპუტატ ბეჟან წაქაძის შესაბამის კითხვას უპასუხა. „ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად არის ის თანხები გაზრდილი, რომელიც სტიქიაზე გამოიყოფა. ბუნებრივია, ეს ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ სტიქიურ მოვლენასთან, რომელიც გახშირებულია საქართველოშიც და მსოფლიოშიც. 2.5-ჯერ არის თანხები გაზრდილი, რომელსაც სტიქიის შემდეგ […]

შესაძლოა, ვეტერანების პენსიის ინდექსაცია მოხდეს – ფინანსთა მინისტრი

იგეგმება თუ არა ვეტერანების 100 ლარიანი პენსიის ზრდა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მომავალი წლების ბიუჯეტში ერთჯერადი ზრდის ნაცვლად, ვეტერანების პენსიის ინდექსაცია მოხდეს „ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ვეტერანებს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები, როდესაც 2022 წელს მივიღეთ ცვლილებები და 2023 წლისთვის 22 ლარიანი საკომპენსაციო თანხა რომელიც იყო უფრო […]

ბალდის კანიონთან დაკავშირებით 12 კაციანი კომისია შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის […]

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში – ასოცირების საბჭო

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. ერთობლივი განცხადება პრესისთვის […]

ტაშსაც დაგიკრავთ, ოღონდ პენსიონერებს ერთჯერადად გავუსტუმროთ დავალიანება – კირკიტაძე მთავრობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, საპენსიო სესხები ერთჯერადად უნდა განულდეს. ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა. „ჩვენ არ ვინერვიულებთ, რაც გნებავთ, ის დაარქვით, თქვით, რომ ეს არის თქვენი ინიციატივა. პირობას გაძლევთ, ტაშსაც დაგიკრავთ, ოღონდ გადავდგათ ეს ნაბიჯი და პენსიონერებს ერთჯერადად გავუსტუმროთ დავალიანება, მოვუხსნათ ეს მძიმე უღელი, რომლის გადახდაც ყოველთვიურად […]

საქართველო – ლუქსემბურგი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინრეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა შეიყვანოთ შემდეგი ინფორმაცია […]

ნიკა გვარამია – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ – ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში – გახარიასთან არსებობს შეკითხვა

„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ – ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში – გახარიასთან არსებობს შეკითხვა – არის თუ არა ის ივანიშვილის თამაშში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა. გახარიასთან დაკავშირებით გვარამია აღნიშნავს, რომ ის “დალაპარკებადია”, თუმცა, თუ თავად სხვაგვარად ფიქრობენ, ეს […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 თებერვალს, 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ოძისი, ახმაჯი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, ასევე, 11:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ამბროლაურის მერია – ქალაქ ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

მდინარე კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. „პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე […]