საფრანგეთის თქმით, რუსეთი შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს ცნობით, შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების გადაფრენის დროს რუსეთი მათი ჩამოგდებით დაიმუქრა. ლეკორნუს თქმით, მოსკოვის მხრიდან ეს “განსაკუთრებული მუქარა” იყო, რამაც მას ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ქმედებები გაახსენა. საფრანგეთის ცნობით, შავ ზღვაზე გადაფრენის დროს ფრანგული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეს პატრულირებდნენ. “კონკრეტული მაგალითი რომ მოგცეთ, ერთ თვის წინ რუსული საჰაერო მოძრაობის […]

იაკუძას ბოსს ირანისთვის ბირთვული იარაღის მასალების მიწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს

იაპონიის კრიმინალური ჯგუფის იაკუძას ბოსს, 60 წლის ტაკეში ებისავას ირანისთვის ბირთვული მასალების გადაცემისთვის ბრალი წარედგინა. როგორც ცნობილია, ტაკეში ებისავას ურანი და პლუტონიუმი მიანმარიდან ტაილანდში გადაჰქონდა, როდესაც მასალები სამართალდამცავი უწყების ფარულ აგენტს აჩვენა. პროკურატურის მტკიცებით, ტაკეში ებისავა კრიმინალური ორგანიზაციის, იაკუძას ლიდერია. მათი ცნობით, ტაკეში ებისავას ტაილანდელ სომპჰოპ სინგასირისთან ერთად ისეთი არალეგალური ნივთიერებები ჰქონდა, რომელიც შემდგომში ირანს […]

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს რადიო თავისუფლების დევნა

რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დევნა და შეწყვიტოს მედიის საშუალებების მუშაობისთვის ხელის შეშლა, როცა მათ „არასასურველ ორგანიზაციების“ სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ „რადიო თავისუფლების დევნას ღრმა ფესვები აქვს“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ყურადღებას მიაპყრობს, რომ რადიოსადგური ყოველთვის ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის აუდიტორიას. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების […]

პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე – სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს – ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს. “როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით […]

სამი საეჭვო სიკვდილი – მოკლა თუ არა ის რუსულმა დაზვერვამ? – გიორგი კობერიძე

– ავდიივკის აღებით გათამამებულმა რუსულმა სამხედრო ნაწილებმა მასირებული იერიშები წამოიწყეს ზაპორიჟიას ოლქში ლობკოვე-პიატიხატკისა და რობოტინეს მონაკვეთზე, დონეცკის ოლქში ვუჰლედარზე, ლუგანსკის ოლქში კრემინას შემოგარენზე ხოლო ხარკივის ოლქში სინკივკაზე. რაც რუსებმა ამ შეტევების შემდეგ გამოიღეს მხოლოდ 2022 წლის უგუნური შეტევების შემდეგ დამდგარ რეალობა შეედრება – რობოტინესა და პიატიხატკის მონაკვეთებზე ასეულობით სამხედრო და ათეულობით ტექნიკა დაკარგეს, ვუჰლედარში წინა […]

რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს – SBU

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [ SBU] ცნობით, დასტურდება, რომ რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს. მათივე ცნობით, საუბარია Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებსაც სწორედ ოფიციალური ფხენიანი აწარმოებს. სპეცსამსახურის მონაცემებით, ამ რაკეტების გამოყენების შედეგად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას უკრაინის ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასზე მეტი მძიმედ დაშავდა. „ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ერთ-ერთი […]

“რუსეთთან პარტნიორობა ვალდებულებებს გვაკისრებს” – ბჟანია

ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობაზე შეზღუდვების კომენტირებისას, ამბობს: „თუ (USAID) 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია, ამ რთულ პირობებში, როცა ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი არამეგობრული ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე?. ასეა საჭირო, ინალ, დიპლომატიური ენა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, […]

„პროექტი“: პუტინმა რეპრესიებით ყველა საბჭოთა მმართველს “აჯობა”, სტალინის გარდა

რეპრესიების მასშტაბით, რუსეთის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის ყველა მმართველს „აჯობა“, გარდა იოსებ სტალინისა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მედიასაშუალება პროექტში“ – ჟურნალისტებმა თანამედროვე რუსეთსა და სსრკ-ში პოლიტიკური რეპრესიების სტატისტიკა შეადარეს და კვლევა ალექსეი ნავალნის ხსოვნას მიუძღვნეს. „პროექტის“ კვლევის თანახმად, ბოლო ექვს წელიწადში, პირდაპირი რეპრესიები რუსეთში შეეხო 116 ათას ადამიანს, მათგან 11 442-ს კი ხელისუფლება სისხლის […]

“ნაძირალა არსებავ, მეც ხომ არაფერი წამირთმევია შენთვის?” – ნათელაშვილი რუხაძეს

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას და წერს: ნაძირალა არსებავ მე რატომ დამიკეტე ტელევიზია ათი წლის მანძილზე? მეც ხომ არაფერი წამირთმევია შენთვის?

დანიის პრემიერი – დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა დანიის თავდაცვის მინისტრთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შექმნილი ყველაზე სერიოზული სიტუაციაა. „დანიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს იმას, […]