თბილისის მერია – გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 24-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ქერჩის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ, ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი ქერჩის ქუჩის მიმართულებით ხიზაბავრის, […]
რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი “ქართული” ჩატარდება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალ „ქართულს” უმასპინძლებს, რომელიც აპრილის ბოლოს გაიხსნება. კონკურს-ფესტივალი – ,,ქართული”, რუსთავში წელს პირველად ჩატარდება და ამჯერად მასში რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საფესტივალო სივრცე და სცენა რუსთავის თეატრის სკვერში მოეწყობა. „ქართულის” საკონკურსო ნაწილი, 6 დღე გაგრძელდება და მე-7 დღეს, გალა კონცერტით დასრულდება. ათ სხვადასხვა […]
მინიმალური ხელფასის დაწესება ლოგიკურია და არ მგონია, ამან ბიზნესს “დაარტყას“ – „მაგემეს“ დამფუძნებელი

სასათბურე მეურნეობა „მაგემეს“ დამფუძნებელი, ქეთი დოლიძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება კარგი ინიციატივაა და ეს ბაზარზე ნეგატიური მიმართულებით არაფერს შეცვლის. როგორც დოლიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას თქვა, ხშირად კვალიფიციური კადრის მოძიება გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ზღვარი განიხილება, თუმცა სულ არარსებობას ჯობია. „თუ გინდა, რომ გუნდში გყავდეს კვალიფიციური კადრი, მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ამიტომ მე […]
დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-პოლიომიელიტის ვაქცინის შესყიდვისთვის NCDC-მ 6.8 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ს.ს.ი.პ. “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” 2024-2025 წლის “იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შესყიდვისთვის 7 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი 21 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 857 200 ლარია. (მათ შორის 2024 წლის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს: 3 539 […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას – ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულ, არც შვედურ, არც ამერიკულ და არცერთ სხვა ფულს

გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს , – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა ძალიან პოპულარულია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს […]
დანიის თავდაცვის მინისტრი – ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ

ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. „არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც იქამდე უნდა დაკმაყოფილდეს, ვიდრე უკრაინა გადაცემულ თვითმფრინავებს გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ზაფხულისთვის, როდესაც პირველი F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას შევძლებთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს […]
ბექა ოდიშარია – შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ქართული იდენტობის შენარჩუნებით

ვამაყობ, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუციას თავმჯდომარეობს ჩვენ მიერ არჩეული ჭეშმარიტი პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ამასთან მოყვარული ყველაფრის, რაც ქართულია, დაწყებული რწმენიდან, გაგრძელებული ოჯახით, ხალხით, მშობლიური მიწით და დასრულებული ქართული კულტურით, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 22 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.56 თეთრით. 22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6505 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8774 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.
სააკაშვილი: მე ვარ ერთადერთი, ვისაც პუტინი საჯაროდ დაემუქრა და ვერ შეასრულა

გუშინ ერთ-ერთ არხზე ჩემი მეგობრისა და პუტინის პირადი პატიმრის, ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლის გამოსვლას ვუსმინე და მინდა გითხრათ, მისი ქმრის მოწამვლის სიმპტომები ერთი ერთში ემთხვევა ჩემსას. ეს არის რუსული ხელწერა, რომელიც ყველგან ერთნაირ კვალს ტოვებს. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც პუტინი საჯაროდ დაემუქრა და ვერ შეასრულა.