თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ – გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, ასევე სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. დღესვე, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ […]

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის […]

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს […]

საქართველოს ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი „მთავარ არხს“ მიმართავს და გიგა კობალაძეს დებატებში იწვევს

საქართველოს ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი „მთავარ არხს“ მიმართავს და გიგა კობალაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ განცხადებას საინიციატივო ჯგუფის სახელით მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. „საქართველოს ხელოვანებს გვსურს გამოვეხმაუროთ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც იმ ასოციაციის დისკრედიტაციას ემსახურება, თავად ჩვენ, ქართველმა ხელოვანებმა რომ შევქმენით, ჩვენივე უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ კი, მთავარი არხი თითქოსდა ამართლებს ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში გვატყუებდა. […]

ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის “მჭიდრო ურთიერთობებს” და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობას. ამასთან, კობახიძემ ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერა გამოხატა, მხარეებმა კი ერთმანეთის სუვერენიტეტისა და […]

“ნუ ღრიალებ”; “ნუ იტყუები” – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში სასესიო სხდომა ჩხუბისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცური პარტიების დეპუტატებს მმართველი გუნდის წევრები სიტყვას აწყვეტინებენ. ანა ნაცვლიშვილი: რა ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰკითხეთ, გამდიდრდა თუ გაღარიბდა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, თქვენი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდაა და არა საქართველოს მოქალაქეების გამდიდრება, ნუ ღრიალებ მაქედან, მწარეა სიმართლე, მაგრამ მოისმენ. კიდევ ერთი დაპირისპირება […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ

ფილმ „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ! – ამ განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოხსენებას და მის მხრიდან პრეზიდენტის მისამართ გაკეთებულ შეფასებებს. მსხილაძის თქმით, ეს იყო არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ პარტიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. “მან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში […]

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს. „სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და […]

„მოქალაქეების“ მოთხოვნით, საპენსიო სესხების თემაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 23 თებერვალს, პარლამენტის წინაშე წარდგება

,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ მოთხოვნით, საპენსიო სესხების თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა 23 თებერვალს, პარლამენტის წინაშე წარდგება და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. როგორც პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება სს ,,ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ სესხებს, რომელმაც „უამრავი პენსიონერი დააზარალა“. ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი ვალდებულია, შეისწავლოს და […]

მიხეილ დაუშვილი – ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ – რასაც გვთავაზობენ, მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად

ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური. “ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად […]