ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე – ვერ პატიობენ ქართულ სასამართლო სისტემას, როგორ ბედავს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელზეც სტრასბურგი ამბობს, რომ, თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქართულ სასამართლოს ვერ პატიობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელთა შესახებაც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება მართალია. როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, დაასახელოს არგუმენტები, თუ რატომაა საჭირო “ვეტინგის” სისტემის შემოტანა, მათ ეს არგუმენტები არ […]

“კალცონას შოკური თერაპია – ასე კვარაცხელიას დავკარგავთ” – რას წერს იტალიური მედია

“ბარსელონასთან” “ნაპოლის” და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი გამოცემა ნეაპოლური გუნდით და მისი მწვრთნელით, ფრანჩესკო კალცონათი აღფრთოვანებულია, ზოგიერთი კი – ნაკლებად. მოკლედ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა შოკური თერაპია და კალცონას სიამაყის ღამე იყო, კვლავ გამოჩნდა ბრძოლის ჟინი და “კვარას” მოედნიდან გაყვანა ყველასათვის გზავნილს წარმოადგენდა – ხელშეუხებლები არ არსებობენ: “და ყველაზე […]

ასე დახვდნენ ჩემპიონს ესპანეთში – ილია თოფურია მადრიდში დაბრუნდა [VIDEO]

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიას მადრიდის აეროპორტში აეროპორტში ზღვა ხალხი დახვდა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ. თოფურიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა კონორ მაკგრეგორთან “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრძოლის სურვილი და დასძინა, რომ კილიან მბაპე “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი უნდა იყოს. შეგახსენებთ, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალური-მდივნის თანამდებობაზე წამყვანი კანდიდატია

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების პრემიერ მინისტრს მარკ რუტეს, იენს სტოლტენბერგის შემდეგ ნატოს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად. ეს მას წამყვან პოზიციაში აყენებს პოსტზე პრეტენდენტთა შორის. სტოლტენბერგი თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს. “პრეზიდენტი (ჯო) ბაიდენი მტკიცედ უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე”, – თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. […]

უკრაინა: რუსეთმა ომის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 8 ათასზე მეტი რაკეტა და 4,630 დრონი გაუშვა

ხუთშაბათს, უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანმა იური ინჰატმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში თავისი სამიზნეების მიმართულებით 8 ათასზე მეტი რაკეტა და 4,630 დრონი გაუშვა. ტელევიზიით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ უკრაინის ანტისაჰაერო დაცვამ 3,605 დრონი ჩამოაგდო. ეს ციფრები წარმოდგენას იძლევა რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების მასშტაბზე, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული […]

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. “საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ რუსეთს არ ექნება საშუალება განაგრძოს უკრაინაში უკანონო შეჭრა. ჩვენი სანქციები პუტინს ხელიდან აცლის იმ რესურსებს, რაც მას ასე სჭირდება ამ წვალებით წარმოებული ომის დასაფინანსებლად.” – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი. სანქციების პაკეტი ეხება 50-ზე მეტ პირსა […]

ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია…”, – წერს გრიგორიადისის დედა. შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის […]

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო – დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს

დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს, – ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო ავრცელებს. აღნიშნული განცხადება პასუხად მოჰყვა ოკუპირებული დნესტრისპირეთის “პრეზიდენტისა” და “პარლამენტის” მიერ 28 თებერვალს დაგეგმილ “ყველა დონის დეპუტატის სხდომას”. “რეინტეგრაციის ბიურო ჩვენი ქვეყნის დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს, მუდმივ კონტაქტში იმყოფება ეუთო-ს მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. […]

ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება. ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უკრაინელ ბენეფიციარებთან […]

შალვა პაპუაშვილი – საკითხები, რომლებიც ასახულია კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის – ერთადერთი, რასაც ისინი აყენებენ, „ვეტინგის“ სისტემაა, რა არის ამის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ

ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის – ერთადერთი, რასაც ისინი აყენებენ, არის „ვეტინგის“ სისტემა, ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი: თუ რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ვერ […]