ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება.
აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უკრაინელ ბენეფიციარებთან მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა უკრაინული თემის ინტეგრაციის და ქართულ- უკრაინული ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!