ანრი ოხანაშვილი – ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
მისივე თქმით, „როგორც ჩანს, ოპოზიციას ასე ესმის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომას. როგორც ჩანს ასე ესმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. ისინი არიან ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა ხელფასის აღებას ბოიკოტს არ უცხადებენ, ასეთი მოცემულობა გვაქვს.“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში