ნიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ […]

ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია…”, – წერს გრიგორიადისის დედა. შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის […]

გამოცემა „პროექტის“ გამოკვლევის მიხედვით, ექვს წელიწადში პუტინმა მეტი ადამიანის რეპრესირება შეძლო, ვიდრე ბრეჟნევმა

რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში გაასამართლეს პოლიტიკური მუხლებით, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო ვადის დროს, აღემატება საბჭოთა პერიოდის, ნიკიტა ხრუშჩოვის და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროინდელ იმავე მონაცემებს. ამის შესახებ წერს გამოცემა „პროექტი“ და ამტკიცებს, რომ ბოლო ექვს წელიწადში უშუალო რეპრესია შეეხო დაახლოებით 116 ათას ადამიანს (არაა გათვალისწინებული პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობა და პანდემიის პერიოდის დარღვევები). ლაპარაკია […]

“მივმართავ პრეზიდენტს, მთავრობას, რაც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთეთ” – გაწერელიას დედა

რუსეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედა დალი გაწერელია საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს მიმართავს და მისი შვილის ციხიდან დახსნაში დახმარებას სთხოვს. ამ თემაზე დალი გაწერელიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა. “მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს დახმარებისთვის, ჩვენს მთავრობას მივმართო დახმარებისთვის, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და იხსნან ბავშვი ტყვეობიდან”- თქვა დალი გაწერელიამ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, […]

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებაზე – ეს ადეკვატური რეაქციაა – მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ“

ბაიდენის სიტყვები ადეკვატური რეაქციაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროკრემლის ჟურნალისტ, პაველ ზარუბითან საუბარში განაცხადა. მის ციტატას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. პუტინმა ივარაუდა, რომ “ძუკნის შვილის” შესახებ სიტყვები მის ბოლო ინტერვიუზე რეაქცია იყო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთისთვის უკეთესი სამომავლო პრეზიდენტია, ვიდრე დონალდ ტრამპი. “და იქიდან გამომდინარე, რაც მან ახლა თქვა, სრულიად […]

ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

2024 წლის 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83.03 (+ 0.69) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77.91 (- 0.27) დოლარი/ბარელზე.

ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაცია ვინ და რატომ დაჭრეს ჯერ, უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი – წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომელიც მან დასრულებამდე დატოვა. მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფირმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე […]

ალექსეი ნავალნის დედა – ჩემი შვილის ცხედარი მანახეს – მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

ალექსეი ნავალნის ცხედარი ვნახე, გამომძიებლები მის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან. “გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული […]

მედია – არაღიარებული დნესტრისპირეთის “დეპუტატები” გეგმავენ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ

არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის “დეპუტატები” რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” დნესტრისპირეთის “დეპუტატებზე” დაყრდნობით წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ოკუპირებული რეგიონის “ხელმძღვანელობა” 28 თებერვალს “ყველა დონის დეპუტატის სხდომას” გეგმავს, რომელსაც დნესტრისპირეთის “პარლამენტის”, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების “დეპუტატები” დაესწრებიან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავენ. […]