გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში, 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. ასევე […]

“დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. “ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად […]

საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებს სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი სტუმრობს. გენერალ ვაგნერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. გენერლებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ JFTC-თან თანამშრომლობით კიდევ უფრო იზრდება საქართველოს თავდაცვის ძალების […]

პოლონელი ფერმერები აძლიერებენ პროტესტს “ჯალათი” ევროკავშირის წინააღმდეგ

20 მარტს პოლონელმა ფერმერებმა გზები გადაკეტეს ტრაქტორებით მზარდი პროტესტის ნიშნად ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და იაფი სასოფლო -სამეურნეო სასურსათო პროდუქტების იმპორტის წინააღმდეგ მეზობელი უკრაინიდან. 20 მარტს გავრცელდა ცნობა, ევროკავშირის წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო საბაჭო გადასახადის შეჩერება. Reuters -ის თანახმად, პოლონელი ფერმერების პლაკატებზე გამოსახული იყო ფერმერი, რომელიც სახრჩობელაზე ქანაობს ქარის […]

ხატია დეკანოიძე – პაპუაშვილი გაუმჭვირვალე უცხოურ გავლენებზე საუბრობს, რომელიც თურმე ოპოზიციას აქვს, მაშინ, როცა მისი პარტიის დამაარსებელი რუსული წარმომავლობის ფულით ეხმარება პარტიას – ორმაგი სტანდარტი აჩენს ბუნდოვანებას საერთაშორისო პარტნიორებთან

„ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბუნდოვანია, რაც აჩენს ბუნდოვანებას საერთაშორისო პარტნიორებთანაც, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, მთავრობის იმ ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებების პარალელურად, რომლის მოსმენაც საზოგადოებას უწევს, აღმოჩნდა, რომ ქართულ პოლიციასა და ჯარს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება. „დღევანდელ სხდომაზეც ანგარიში როცა წავიკითხეთ, იქაც ეწერა, რომ […]

შეერთებულ შტატებში მკვლელობების რიცხვი 13%-ით შემცირდა

შეერთებულ შტატებში 2023 წელს მკვლელობის შემთხვევები 13%-ზე მეტით შემცირდა. მონაცემები ამ კვირაში “გამოძიების ფედერალურმა ბიურომ” (FBI) გამოაქვეყნა. კოროვირუსის პანდემიის დროს მკვეთრი ზრდის შემდეგ მკვლელობათა რიცხვი მეორე წელიწადია მცირდება. უმსხვილეს ქალაქებში – 1 მილიონზე მეტი მოსახლეობით – მკვლელობები 20%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ძალადობრივმა დანაშაულმა ამ ქალაქებში 10%-ზე მეტით იკლო. “გამოძიების ფედერალური ბიურო” მონაცემებს პოლიციის ათასობით განყოფილებებიდან […]

ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული მოსაკრებელი ₾62.1 მილიონამდე გაიზარდა

აჭარის რეგიონის სათამაშო ბიზნესის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 6-წლიან მაქსიმუმზეა და პანდემიამდელ მონაცემებსაც აჭარბებს. რაც შეეხება სტრუქტურას, მოსაკრებლის ძირითადი ნაწილი (85%) სამორინეებიდან არის მიღებული, სათამაშო ბიზნესის სხვა ტიპის სუბიექტებზე მოსაკრებლების მხოლოდ 15% მოდის. გასულ წელს ბათუმში 13 სამორინე ფუნქციონირებდა, რომელთა მიერ გადახდილი ჯამური თანხა 52.9. მილიონი ლარია, რაც წინა […]

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონებში სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ – ირაკლი ქარსელაძე

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 8 პროექტს ახორციელებს. წელს დასრულდება ახალციხისა და ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების, ბოლნისისა და წნორის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა. სპორტული კომპლექსები და საცურაო აუზები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ფოთსა და ქუთაისში“ -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე […]

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა – Galup

Galup-მა 2024 წლის მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები ფინელები არიან. სამეულშია დანია და ისლანდია. საქართველო ამ რეიტინგში 91-ე ადგილზეა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება. Galup-ის რეიტინგში საქართველოზე წინაა მოზამბიკი, საქართველოს მოსდევს ერაყი და ირანი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ბედნიერები უზბეკეთში არიან და ამ […]

მამუკა ყურაშვილი – ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს

ამ დროისთვის ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, მათ შორის გაეროშიც უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა. ყურაშვილი გამოეხმაურა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს. […]