ირაკლი ქარსელაძე – გათვალისწინებულია, რომ თბილისი-ბათუმის გზის ძირითადი მონაკვეთები წელს დასრულდეს, რაც ჯამში 3-3.5 საათში გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემს

მაისიდან ჩვენი მოსახლეობა შეძლებს ზესტაფონის შემოვლითი მონაკვეთით სარგებლობას, რომლებსაც მოჰყვება დარჩენილი მონაკვეთებიც, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2024 წელს ასევე დასრულდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა. „ასევე, აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მონაკვეთების მშენებლობა და გათვალისწინებულია, რომ თბილისი-ბათუმის გზის […]

91-ე ადგილი ცხოვრებით კმაყოფილებაში – საქართველოს შედეგები მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2021-2023 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბედნიერების ინდექს აფასებს. ანგარიში შედგა ანალიტიკური კომპანია Gallup-ის, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელისა და მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის რედაქტორების თანამშრომლობით. კვლევა იყენებს The Gallup World Poll-ის ყოველწლიურ გამოკითხვებს. ყოველ ქვეყანაში, რომელიც ანგარიშშია მოცემული, თითოეულ წელს გამოკითხულია 1 000-მდე ადამიანი. ანგარიშის მიხედვით, […]

ინფრასტრუქტურის მინისტრი – თბილისი-რუსთავის გზაზე ასაშენებელი არის დარჩენილი სამ-ნახევარი კილომეტრი, წელს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი წელს დაიწყება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დედაქალაქისა და რუსთავის დამაკავშირებელი გზა 17 კილომეტრს შეადგენს და დარჩენილია სამ კილომეტრ ნახევარი გზის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაზეც მოსამზადებელი პროცედურები დაიწყება. „თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი გზა არის 17 – კილომეტრიანი. ასაშენებელი არის დარჩენილი სამ-ნახევარი […]

ევროკავშირმა უკრაინულ პროდუქციას იმპორტის შეღავათები ერთი წლით გაუხანგრძლივა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი მიესალმა 20 მარტს გამოცხადებულ ევროკავშირის დროებით გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია იმპორტის გადასახადისგან კიდევ ერთი წლით გათავისუფლდება. „სასიხარულო ამბავი ბრიუსელიდან. ევროპული საბჭო და პარლამენტი დროებით შეთანხმდნენ 2025 წლის ივნისამდე იმპორტის გადასახადებისა და კვოტების შეჩერებაზე უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტზე”, – დაწერა შმიჰალმა სოციალურ მედია X-ზე. მან ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკის, ევროკავშირის […]

„საკენის“ პროექტში ფასი მაისიდან დღემდე კვ-ზე 1000$-ით გაიზარდა“ – „ბიოგრაფი ლივინგი“

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის განცხადებით მაისიდან დღემდე, მათ მიერ წარდგენილ პროექტ „საკენში“ ფასი კვ.მ-ზე 1000$-ით გაიზარდა. 400$-იან ზრდას აჩვენებს ფასები კომპანიის მეორე პროექტ „მატიანიშიც.“ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე პრემიალურ სეგმენტში მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა, რაც ინდივიდუალურ ინვესტორებს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს. „საკენის“ პროექტი ჩავუშვით მაისში და დღეისთვის ბინების ნახევარი […]

მარია ზახაროვა – ნატოს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს: სამხრეთ კავკასიაში ჩვენს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება – რუსეთის პოლიტიკა რეგიონის დამშვიდებისკენაა მიმართული

ნატოს ამოცანა-მაქსიმუმი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრინტის გახსნაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვა ამტკიცებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ასევე, ნატო-ს ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, ხოლო ბაქოს შემთხვევაში, ალიანსი აზერბაიჯანი-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შეტანას ცდილობს. “ნატოს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის […]

რუსული ოპოზიცია ნავალნის გარდაცვალების შემდეგ

იმ საღამოს, როცა თავისი მმართველობის მინიმუმ 2023 წლამდე გახანგრძლივებას აღნიშნავდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისთვის ძალიან უჩვეულო რამ გააკეთა – საჯაროდ პირველად წარმოთქვა ალექსეი ნავალნის სახელი. რუსეთში გამართულმა არჩევნებმა, რასაც დასავლეთი “აბსოლუტურ ფარსს” უწოდებს, ვლადიმირ პუტინს კვირას, ოფიციალური მონაცემებით, დიდი გამარჯვება მოუტანა. ამერიკული მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კი, პუტინმა ნავალნის შესახებ ისაუბრა და არქტიკაში განთავსებულ […]

ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა

იანვარში გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი დანი ალვეში ციხიდან 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს საბოლოო განაჩენამდე გაათავისუფლეს. ის ბარსელონას ღამის კლუბში გაცნობილი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 2023 წლის იანვარში დააკავეს, 2024 წლის თებერვალში კი ოთხწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ალვეშის ადვოკატის ინეს გვარდიოლას აპელაცია დააკმაყოფილა. 40 წლის ალვეშს ბრაზილიის და ესპანეთის პასპორტები ჩამოართვეს, […]

ბრალდებული ფეისბუქზე 14 პირს ნივთების გამოწერას დაპირდა და 149 259 ლარი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა, “თუმცა ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 […]

სმარტფონის ფუნქციები, რომელიც მალე გაქრება – iTechua

iTechua-მ დასახელებულია ფუნქციები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალში სმარტფონებში გაქრება. ბოლო დრომდე ყველა ტელეფონს ჰქონდა ყურსასმენის ჯეკი და მოსახსნელი ბატარეა, მაგრამ ახლა ისინი საკმაოდ იშვიათია თანამედროვე სმარტფონებში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი სხვა ფუნქციაც მოძველდეს. ამოჭრილი სივრცე წინა კამერისთვის. უკვე არსებობს სმარტფონის მოდელები, რომლებშიც წინა ობიექტივი დისპლეის ქვეშ მდებარეობს. გამოსახულების ხარისხის თვალსაზრისით, ეს მოდულები ჯერ კიდევ […]