სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა
სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მხატვრული კითხვის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ თხილნარის მინდია აბაშიძის სახელობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსის, მეორე (ფინალური) ტური გაიმართა, სამ ასაკობრივ ჯგუფში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო), კონკურში 82 მოსწავლე მონაწილეობდა. მხატვრული კითხვის კონკურსს, ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, […]
იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებზე არ შეიძლება გაიყიდოს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამავე დროს ბავშვს უფლება აქვს თავად გააკეთოს არჩევანი, გოგო იყოს თუ ბიჭი

იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მიმდინარეობს ლგბტ პროპაგანდა, ბავშვებზე არ შეიძლება გაიყიდოს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამავე დროს ბავშვს უფლება აქვს თავად გააკეთოს არჩევანი, გოგო იყოს თუ ბიჭი „ოპოზიცია დუმილის რეჟიმშია, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე, ელოდებიან რას უკარნახებენ და რას ეტყვიან მათი პარტნიორები, რის ფასად, რას შესთავაზებენ, იმას გააკეთებენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის […]
შს მინისტრი – თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურის თქმით, სამინისტროს არ აქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩაატაროს, გამოკითხოს მოწმეები, რადგან გინტურის მკვლელობა მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „რა თქმა უნდა საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე, იყო საუბარი […]
დავით მათიკაშვილი – მას შემდეგ, რაც სადისტური რეჟიმი დამარცხდა, შსს-ს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სავსეა პატივით და პოზიტივით, მას შემდეგ, რაც 2012 წელი დადგა და დამარცხდა სადისტური რეჟიმი, ხოლო რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა შეიცვალა დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით. მათ არავინ სთხოვს „ორ გვამს” მაღალი პრემიების სანაცვლოდ. შსს არავის ავალებს გააჩერონ მანქანა, გადმოიყვანონ მაღალჩინოსანი, თანამდებობის პირი, გააპანღურონ, გადაიღონ კადრები და ის გაუგზავნონ მაშინდელ […]
ირაკლი ბერაია – არცერთ დროში პოლიციელი, მესაზღვრე, მაშველი სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ისე დაფასებული და მხარდაჭერილი, როგორც ჩვენი ხელისუფლების პირობებში

ქართული პოლიცია და მთლიანობაში უწყება, არის ქართული სახელმწიფოს სახე. მათი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არის ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობის, სიმტკიცის და სანდოობის მკაფიო გამოხატულება, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ირაკლი ბერაიამ უწყების მიერ 2023 წელს განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა […]
ალუდა ღუდუშაური – 12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას

12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს პოლიცია გახდა საქართველოს […]
ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი მეწარმე ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსაუხრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე და მასში მეწარმე ქალების მოსაზრებების გათვალისწინებაზე. „ვაგრძელებთ ქალების სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრას. დღეს, უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა მეწარმე ქალთა საბჭოსთან ამ ბოლო […]
დაბა ჩაქვში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

დაბა ჩაქვში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მერიის თანამშრომლები იმყოფებიან. მათივე ცნობით, დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას მუნიციპალიტეტში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის და შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ანრი ოხანაშვილი – ორ გვამს რომ ითხოვდა მინისტრი, იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი როგორ შეიძლება ვახტანგ გომელაურს პრეტენზიას უყენებდეს?

„ქართული ოცნების” პირობებში, ჩვენს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს შესაბამის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან ან სხვა, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს წარადგინა ანგარიში ყველა იმ […]
პირი Facebook-ზე 14 ადამიანს ნივთების გამოწერას დაჰპირდა და 149 000 ლარი მიითვისა – POG

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული facebook-გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის და ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაპირდა. თუმცა, ნივთები არ გამოიწერა და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს […]