ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ფულის გლობალური კვირეული“ იმართება

საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაცია sCoolApp-ი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსურ განათლებას. ასევე, USAID და PH International-თან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა „ფინანსური განათლება სკოლებში“, ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და […]

ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის ბაზარს – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალებს უგზავნის ბაზარს, ამის შესახებ პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე უცხოური ვალუტა რომ იყიდოს ან გაყიდოს, იმავე დღეს ხდება ცნობილი. თუ იგივეს გააკეთებს სხვა ტიპის აუქციონზე, რომელსაც Bmatch პლატფორმას ეძახიან, ინფორმაცია […]

ვაშლიჯვარში მდებარე მიწა ₾34.2 მილიონად გაიყიდა – ტერიტორია „იონფაშ ჯორჯიამ“ შეიძინა

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, N36-ში მდებარე 65 402 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 34 220 000 ლარად გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონი მიმდინარე წლის 25 იანვარს დასრულდა. ქონებასთან დაკავშირებით მომავალი მყიდველისთვის საპრივატიზაციო პირობები განსაზღვრული არ იყო. ამასთან აუქციონის პირობებში ნათქვამი იყო, რომ საპრივატიზებო ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება არ განეკუთვნებოდა პრივატიზების საგანს. საპრივატიზებო ობიექტს კვეთს […]

კულტურასა და სპორტში მოღვაწეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობით, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტებს გასცემს. ამის შესახებ 18 მარტით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა „კულტურის სფეროში გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ […]

ჩინეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია წარადგინეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair“ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის […]

საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კომისიაში 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც „იმედის“ 4 თანამშრომელია. დადგენილების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, კომისიის შემადგენლობაში არიან: · დავით მაღლაფერიძე — რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი; · მაკო ჯაოშვილი — მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; · გორედძი შარაშია […]

ლუქსემბურგის ფედერაციის პრეზიდენტი ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში საჯაროდ ულვაშის გაპარსვას გეგმავდა – გარდიანი

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოლ ფილიპი აპირებდა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაეპარსა ულვაში თუ მისი ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას შეძლებდა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული გარდიანის მიერ ლუქსემბურგის ნაკრებზე და საფეხბურთო კულტურაზე მომზადებულ სტატიაში. ფილიპი, რომელიც ლუქსემბურგის ფეხბურთის ლეგენდად ითვლება, ულვაშებს 40 წელია ატარებს. ის ფედერაციის პრეზიდენტობამდე 16 წლის განმავლობაში იყო ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი. ფეხბურთელობისას კი […]

ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, “ფულის გლობალური კვირეული” იმართება

ფულის გლობალური კვირეული დაიწყო. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კვირეული 2012 წლიდან იმართება, ხოლო 2014 წლიდან მასში საქართველოცაა ჩართული. პროექტი საქართველოში ეროვნული ბანკის კოორდინირებით ხორციელდება, საქართველოს ბანკი კი ღონისძიებაში წელსაც მონაწილეობს. საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებისადმი ცნობიერების […]

“ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, გამორთეთ ტელეფონები, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი” – სანიოლმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა [VIDEO]

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა. “ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, დღეს, კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ. ხუთ დღეში მეორე ნახევარი გველის. რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს ექნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. თუ კარგად ვერ გამოიძინებთ, სწორად არ […]

ლიპარტელიანი ოქროს, სარდალაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს – თბილისის გრანდ-სლემის პირველი დღე

თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ფინალში იჭიდავებს, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ლიპარტელიანმა ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს სძლია. სარდალაშვილმა კი რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ბაირამოვს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.