თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს – მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც „ცოცხალი ტროლების“ როლს ასრულებდნენ დღეს, პარლამენტის დარბაზში, რატომ არ აძევებთ? – თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება

მამუკა მდინარაძეს და დაჩი ბერაიას, რომლებიც „ცოცხალი ტროლების“ როლს ასრულებდნენ დღეს ამ დარბაზში, რატომ არ აძევებთ? – თქვენი უმოქმედობა ისეთივე სამარცხვინოა, როგორც მათი პროვოკაციული ქმედება, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის გამოსვლის დროს, ვაშაძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. […]

„იმედი L“ Pay.ge-ს ახალი პარტნიორია

ლიბერთის მომენტალური გადახდების პორტალი Pay.ge მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. ამიერიდან, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ციფრულ პლატფორმაზე სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. პირველი კომპანია, რომელიც ამ სერვისით Pay.ge – ს პარტნიორი გახდა, “იმედი L”-ია. “ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში. სწორედ ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ“-თან. მოხარულები ვართ, რომ ამ […]

დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს – რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?

შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როდესაც ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა. უფრო კონკრეტულად სიტყვიერი დაპირისპირება და დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა. „რამდენს ლაპარაკობს ეს […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – შევაფერხეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა უკრაინელებს ვთხოვთ, ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს. „ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს“, […]

მამუკა მდინარაძე – ვაშაძე რომ ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა, ისეთი ტყუილები ილაპარაკა – თაღლითობის ეს ხარისხი ხაზარაძეს და მის პარტიასაც კი გაუკვირდება

ისინი [ოპოზიცია] ყოველთვის ოკუპანტის საქმეს აკეთებდნენ და ყოველთვის პოზიციონირებდნენ, როგორც პროდასავლელები – წარმოუდგენელია ტყუილის, პოპულიზმის და რასაც კადრულობენ იმის ხარისხი. [გიორგი] ვაშაძე ხომ ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა, ისეთი ტყუილები ილაპარაკა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს […]

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას – თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას ვერც ევროპაში, სადაც 6 ხელმოწერას ვერ პოულობთ თქვენი ანტიევროპული ნაბიჯების გამო და ვერც საქართველოში

თქვენი პროვოკაციებით ვერ გადაფარავთ ივანიშვილის პარტიის წარუმატებლობას ვერც ევროპაში, სადაც 6 ხელმოწერას ვერ პოულობთ თქვენი ანტიევროპული ნაბიჯების გამო და ვერც საქართველოში, სადაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობას და გაზრდილ ფასებს საქართველოს ასიათასობით მოქალაქე გაურბის იძულებით ემიგრაციაში, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით […]

ჯაბა სამუშია ჯემალ აჯიაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით ჯემალ აჯიაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთჯერადი სტიპენდია დაწესდება, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთ წარჩინებულ სტუდენტს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს ინიციატივა რექტორმა ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაზე “კულტურათა დიალოგი გრძელდება” გააჟღერა. სამეცნიერო კონფერენციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, კოლეგებმა, სტუდენტებმა გაიხსენეს ჯემალ […]

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. „მინისტრმა ბულგარეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე. შეხვედრას […]

„სელფისა“ და „ალდაგს“ შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

ქართული მობილური ოპერატორი „სელფი“, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, „ალდაგთან“ რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. „ალდაგის“ ინფორმაციით, კომპანიის სრული ქონება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით კომპანიის საკუთრებაში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებს, ანძებს, მიწისქვეშა ტექნოლოგიებს, შენობებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, „ალდაგში“ ინდივიდუალური პირობებით იქნება დაზღვეული. მათივე ცნობით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სრულად მოერგო […]

კახა კალაძე – საინტერესოა არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტები ფინანსდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მედიის შეკითხვაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა პარლამენტში შარშან ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. „გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის, რასაც მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან, კონკრეტული სამინისტროებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა არასამთავრობოების […]