მამუკა მდინარაძე – გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღს რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს თავმჯდომარის მამას შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია

გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანია ოპოზიციისთვის გამოსავალია. „ეს არის ერთადერთი მთავარი ხაზი, რაზეც მთელი ოპოზიცია ჩამოეკიდება. როდესაც მათ იციან, […]

ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ფულის გლობალური კვირეული” იმართება

ფულის გლობალური კვირეული დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კვირეული 2012 წლიდან იმართება, ხოლო 2014 წლიდან მასში საქართველოცაა ჩართული. პროექტი საქართველოში ეროვნული ბანკის კოორდინირებით ხორციელდება, საქართველოს ბანკი კი ღონისძიებაში წელსაც მონაწილეობს. „საქართველოს ბანკი“ მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური […]

საზმაუს ბორდის წევრების შესარჩევი კომისიის 9 წევრიდან, 4 იმედის თანამშრომელია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 4 “იმედის” თანამშრომელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 11 წევრია, რომელთაგან 3-ს ვადა ეწურება. შესარჩევი კომისიის წევრები იქნებიან: · დავით მაღლაფერიძე – რადიო “იმედის” პროგრამების დირექტორი; · მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის, “ალტერბრიჯის” ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; · გოდერძი […]

Apple-მა „როსკომნადზორის“ მითითებით გააუქმა ნავალნის საარჩევნო აპლიკაცია

კომპანია Apple-მა რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყების, “როსკომნადზორის“ მითითების შემდეგ მოხსნა აპლიკაცია „ფოტონ-2024“, რომელიც შექმნა გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვლადიმირ პუტინის გარდა, სხვა კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა. ამის შესახებ ნავალნის მოკავშირემ, ივან ჟდანოვმა განაცხადა X-ის საშუალებით (ყოფილიTwitter-ი). აპლიკაციის „მოხსნით Apple-მა აჩვენა, რომ მზად არის ჩაახშოს სხვაგვარად მოაზროვნეობა, და გაყიდა […]

HRC-ის ანგარიში: გრიგორიადისის და ბაჩალიაშვილის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC) მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა. რესპონდენტებმა, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერა, ინტერვიუებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, მათ, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ უცნობი პირები. ინტერვიუების დროს, პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე […]

რა აკავშირებს ერთმანეთთან სააკაშვილს, ივანიშვილს, კალაძეს, მერაბიშვილს, ღარიბაშვილს და კეზერაშვილს? – ნიკა მელია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია, ოპონენტების განცხადებების პასუხად, ამბობს: აქ საწყენი არის შემდეგი, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც ერთ მესიჯბოქსში ზის – „ქართული ოცნება“ იძახის, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია „ახალი“ და იგივეს იმეორებს ნაციონალური მოძრაობა, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია ახალი. „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და […]

ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი, სწორედ ამას მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება აეროპორტში

ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, დავალებას თუ არ ასრულებ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. მამუკა მდინარაძის თქმით, […]

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ ახმეტელიდან მეტროსადგურ გურამიშვილამდე, მოძრაობა აღდგა. მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით იყო შეჩერებული.

მამარდაშვილი ლალიგის მარტის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია

ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის, ლალიგის მარტის საუკეთესო 23 წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია. 23 წლის ქართველი მეკარის გარდა, ნომინაციაზე წარდგენილები არიან: მადრიდის რეალის ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, ბარსელონას ესპანელი მცველი, პაუ კუბარსი, ვილიარეალის შემტევი ნახევარმცველი, ალექს ბაენა და ბილბაოს ნახევარმცველი, ბენიატ პრადოსი. გულშემატკივარს თავისი რჩეული ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეუძლია. ხმის მიცემის პროცესი […]

“იმედი L” Pay.ge – ს ახალი პარტნიორია!

ლიბერთის მომენტალური გადახდების პორტალი Pay.ge მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. ამიერიდან, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ციფრულ პლატფორმაზე სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. პირველი კომპანია, რომელიც ამ სერვისით Pay.ge – ს პარტნიორი გახდა, “იმედი L”-ია. “ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში. სწორედ ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ“-თან. მოხარულები ვართ, რომ ამ […]