1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9215 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9214 ლარს შეადგენდა. […]

მიხეილ სარჯველაძემ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებაში, ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციური დაავადებების მართვის კუთხით, ქვეყანაში არსებული მიღწევები, აკადემიკოსის ღვაწლსა და სახელს უკავშირდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე, სამედიცინო საზოგადოებისა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბაგა, ჭოპორტი, ბულაჩაური, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, ნავდარაანთკარი, ახატანი, გალავანი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „12:00-დან 18:00 საათამდე […]

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

საქართველოს 8 რეგიონში უკვე “საქართველოს ბანკის” 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე – იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. “საქართველოს ბანკის” ინიციატივით, რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა. მათივე ცნობით, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, იდეათეკა განათლების […]

ირაკლი ნადირაძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა და შეგვაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

გათავისუფლდეს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, – ამ მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, დაახლოებით მზად არის 200 000 ხელმოწერა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა, ხელმოწერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა. “ხელმოწერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გროვდებოდა. 200 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა,მათ შორის ელექტრონულადაც ემიგრანტების მონაწილეობით […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. „ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს და მისი […]

მეუფე შიო – დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით – დავფიქრდეთ, რა უნდა ვაკეთოთ, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს დიდი საუნჯე, არამედ ეკლესია და ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ […]

“ლალალალალა – ახლა ნახავთ განსხვავებას…” – ჩერგოლეიშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ქართული ოცნების ქართული ოცნების ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეხმაურება და წერს: ლალალალალა ახლა ნახავთ განსხვავებას ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ვგიჟდები განსხვავებების პარპაშზე.

“როიტერი”: საქართველოს მმართველი პარტიის ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე ოქტომბრის არჩევნებამდე იზრდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საკნონმდებლო ორგანოს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია და მას შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა. „ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საარჩევნო […]