დრონებით იერიშების გამო რუსეთში ნავთობის გადამუშავება შემცირდა

ბოლო პერიოდში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ენერგეტიკული ობიექტებია. გასული კვირების განმავლობაში კიევმა რუსულ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. იერიშები განხორციელდა “როსნეფტის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელმაც წარმოების პროცესი ნაწილობრივ შეაჩერა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმებიდან გამომდინარე რუსეთში, სულ მცირე, შვიდმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეამცირა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7 პროცენტია, 370,500 ბარელი დღეში. […]

უკრაინისკენ გასროლილმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

კიევის ცენტრში სამსართულიანი შენობა მძიმედ დაზიანდა ორშაბათს დილით რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რაკეტის ნამსხვრევები ქალაქის სამ უბანში ჩამოვარდა, აცხადებენ ოფიციალური პირები. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმისას რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა. ”ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა […]

როგორია ინდოეთის საბანკო ინდუსტრია? – ინტერვიუ Kernel-ის დირექტორთან

ქართულ სტარტაპებს შორის, Kernel-ი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფინტექ-კომპანიაა, რომლის მთავარი ფოკუსი ინდოეთის 1.5-მილიარდიან ბაზარზე მიკრო- და მცირე საწარმოების მომსახურებაა. კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მისი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლითაც კომპანიებს სხვადასხვა საბუღალტრო პროცესების განხორციელება და ანგარიშგებების მომზადება შეუძლიათ. როგორც Kernel-ში ამბობენ, ინდოეთის ბაზარი კომპანიამ ქვეყანაში არსებული საკრედიტო ნაპრალის გამო შეარჩია, რომელიც ქართული კომპანიისთვის შესაძლებლობას ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ […]

„ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, სულ თუ არ დავიკეტეთ, ეგეც საკითხავია“ – კვების ობიექტი „მორაგბე“

ზესტაფონის შემოვლითი გზა მაისიდან ამოქმედდება, – ინფორმაცია გზების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. როგორც ზესტაფონში არსებული სწრაფი კვების ობიექტის „მორაგბე“ თანადამფუძნებელი, ბექა ფუტკარაძე BM.GE-სთან აცხადებს, ახალი შემოვლითი გზის ამოქმედება როგორც ბიზნესზე, ასევე დასაქმებულებსა და ფერმერებზე პირდაპირ აისახება. მისი თქმით, კვების ობიექტის ძირითადი მომხმარებლები, გამვლელი სტუმრები არიან. შესაბამისად, თუ ობიექტს მომხმარებელი არ ეყოლება, თანამშრომლების შემცირება და შესაძლოა სულაც […]

ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დღეს, 25 მარტს, ერევანში შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის სახელით ბატონ პრემიერ-მინისტრს […]

ზრუნვის 1 საათი დედამიწას – „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა. „დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში […]

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 38%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 46%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 915710 მგზავრს მოემსახურა, რაც 38%-ით მეტია 2023 წლის პირველი 2 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 106%-ით მეტი ვიდრე 2022 […]

ემანუელ მაკრონი – მოსკოვში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ განახორციელა – ამ კონკრეტულმა ჯგუფმა თავდასხმები საფრანგეთშიც სცადა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა. „საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ დაგეგმა და განახორციელა“, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში საკონცერტო დარბაზს თავს დაესხა, თავდასხმები საფრანგეთის ტერიტორიაზეც სცადა. „ამ კონკრეტულმა ჯგუფმა ჩვენს მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განახორციელა“, […]

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა,“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით არ წარიმართება და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება. “გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა […]

ზრუნვის 1 საათი დედამიწას – „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა. „დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში […]