„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის „გათავისუფლებას“. ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლია, შეწყალებაა, თუმცა პარტიის ლიდერები მედიისთვის მიცემულ კომენტარში ამ სიტყვას არ ახსენებენ. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი… სალომე ზურაბიშვილი […]

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს […]

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები – […]

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე – “თამთაკის” წარმატების ისტორია

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. Wolt-თან თანამშრომლობით, მარტის თვეში საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესების გაფართოებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება. ორიგინალური კერძებით გამორჩეული თამთაკი ერთ-ერთია იმ წარმატებული ქალი მეწარმეების ბიზნესებიდან, რომლებიც ამ კამპანიის ნაწილია. თამთაკი 2020 წელს გაიხსნა და გურმანების გული მალევე მოიგო, დღეს კი Street food-ის მიმართულებით თბილისში […]

“ნამდვილი არისტოკრატი – ქართული სილამაზე”: ნინო გაჩეჩილაძის განსხვავებული ფოტოსესია – Marao

“ნამდვილი არისტოკრატი – ქართული სილამაზე”: ნინო გაჩეჩილაძის განსხვავებული ფოტოსესია – Marao კინოსა და თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ნინო გაჩეჩილაძე 1980 წლის 31 მარსტ თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან. ნინო გაჩეჩილაძე […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9215 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9214 ლარს შეადგენდა. […]

ტყიბულში ძველი საავადმყოფოს შენობა 1 290 000 ლარად იყიდება

ტყიბულში ძველი საავადმყოფოს შენობა 1 290 000 ლარად იყიდება. აუქციონი 11 მარტს გამოცხადდა და დღეს 25 მარტს სრულდება, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი შეთავაზება არაა გაკეთებული. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მიწის ფართობია 13310 კვ.მ, შენობის 5574 კვ.მ. შენობა გაძარცულია, საჭიროა მისი სრული რეაბილიტაცია. აუქციონის პირობაში წერია, რომ მყიდველმა უნდა მოახდინოს შენობის დემონტაჟი ან რეაბილიტაცია და ტერიტორიის მოწესრიგება […]

ზრუნვის 1 საათი დედამიწას – „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა. „დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში […]

საქართველო-საბერძნეთი დიდ ეკრანზე სრულიად უფასოდ! – ცოცხალი მუსიკა, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი კროკობეთ ლილო არენაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვირეული გვაქვს. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიხილოთ. ლუქსემბურგთან მოპოვებული დამსახურებული გამარჯვების შემდეგ, 26 მარტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. გასულმა მატჩმა დაგვანახა, თუ როგორ შეუძლია სპორტს ქართველი ერის გაერთიანება, იქნება ეს სტადიონზე თუ მის გარეთ. ისე როგორც არასდროს, 26 მარტს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს […]

მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხი 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. მიმდინარე ტურნირზე შოთა ომარშვილმა 72კგ.-მდე წონით კატეგორიაში, სამი ცდის ჯამში 457კგ. დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ჩვენმა პარაძალოსანმა მაკა კვინჩიამ 73კგ.-მდე წონით კატეგორიაში, სამი ცდის ჯამში წარმატებით დაძლია 90-95-97კგ. ჯამში 282კგ. დააგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. იაგო გორგოძემ და აკაკი ჯინჭარაძემ პარაწოლჭიმში […]