მოსკოვის სასამართლომ „კროკუსის“ საქმეზე მერვე ბრალდებული დააკავა

მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე მერვე ბრალდებული, ალიშერ კასიმოვი, დააკავა. ამის შესახებ „მედიაზონა“ სასამართლო დარბაზიდან იტყობინება. მანამდე კასიმოვის დაკავება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოითხოვა. გამომძიებლების თქმით, 32 წლის კასიმოვმა ბინა მიაქირავა „კროკუსზე“ თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს. სასამართლო სხდომაზე კასიმოვმა თქვა, რომ არ იცოდა მისი მობინადრეების ტერორიზმთან კავშირის შესახებ, ხოლო ბინა „ავიტოს“ სერვისის მეშვეობით გააქირავა. […]
აშშ-ში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, მას სატვირთო გემი შეეჯახა

ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ჩამოინგრა მდინარეზე გამავალი საავტომობილო ხიდი, რომელსაც სატვირთო გემი შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მდინარე პატაპსკოში ჩავარდა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის სატვირთო. მაშველები სულ მცირე 20 ადამიანს ეძებენ. 2,5-კილომეტრიან ხიდთან შეჯახების შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა და ჩაიძირა. ამერიკული მედიის ცნობით, სინგაპურის დროშით მცურავი 300-მეტრიანი კონტეინერმზიდი Dali, რომელსაც კომპანია Maersk-ი მართავდა, შრი-ლანკისკენ […]
არჩილ თალაკვაძე – ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 44%-ით, ხოლო მათი მაჩვენებელი, ვინც საზღვარგარეთ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, 100%-ით არის გაზრდილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე პასუხობს ოპოზიციური პარტიების კრიტიკას, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში ჩართვას გულისხმობს და აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაზრდილია 44%-ით, ხოლო თანამოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ, გაზრდილია 100%-ით. მისივე განმარტებით, ოპოზიცია “სპეკულირებს”, თითქოს მმართველი გუნდი ხელოვნურად უშლის ხელს ემიგრანტებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. “ემიგრაციაში მყოფ […]
თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ დიპლომატებს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან, მატუს ბუსოვსკისთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ მილან შინტაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება. „მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა […]
Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ – Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება იყო. […]
კახა კალაძე – ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი

რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა. თბილისის მერი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრანების მონტაჟი მიმდინარეობს. „წინაზე, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი მათთვის, ვინც სტადიონზე […]
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან

არც ევროკავშირი და არც ნატო ომისთვის არ ემზადებიან, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. „ესპანელებმა ძალიან კარგად იციან ის, თუ რაც ხდება. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს. არც ევროკავშირი, არც ნატო და არც ესპანეთი რაიმე სახის ომისთვის არ ემზადებიან. არც ერთი ალიანსი, რომლის წევრიც ესპანეთია თავდასხმითი ალიანსი არ არის, […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს. „მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები […]
უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მესამე ტრანში – ფონდისგან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა. მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის […]
Turkish Airlines-ი სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის. როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ფრენების სიხშირეს ზრდის. ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, Turkish Airlines-ი კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს. ხოლო 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში […]