აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
„რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი“ – ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას გამოეხმაურა, რა დროსაც პარტიის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები მიიტანეს: „გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა. რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, აქცია […]
„რა საყვარლად გამოიყურებით ზოგიერთი, თუნდაც რომ იცით, რომ ძაან ტრა@ში ხართ“ – ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს: „ყველაზე უფრო იცი ვინ მეგოიმებით?რაც არ ხართ და იმას რომ თამაშობთ.ნამდვილი ადამიანის პოვნა ვესტერნებივით მხოლოდ ჯურღმულებს რომ ეძახით აი იქ გახდა შესაძლებელი..რაღაცნაირები ხართ ბიჭო რაღაც პრანჭია ცხოვრების პოზა გიჭირავთ…კაცები დაკეკლუცდით,ქალები დაკაცდით…სად გაქრა დარდიანი ღიმილები…სევდანარევი იუმორი…ულევი ვარსკვლავები თვალებიდან…სად გაქრა ერთგულება…ადამიანების გაერთადერთება…სად გაქრა მშობლიური თუნდაც სიცეტე…შემოდგომის ლოდინი…არა!რაღაც პოზა აგირჩევიათ უნიჭო მსახიობი […]
პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. […]
32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის […]
გაზრდილი ქეშბექის აქცია ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებისთვის

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack კიდევ ერთ საგაზაფხულო აქციას იწყებს: ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელები, რომლებიც მეგობარ ობიექტებში შეიძენენ პროდუქციას თავისი სახლისთვის, გადახდილი თანხის 60%-მდე უკან დაიბრუნებენ. მათ, ვისაც სურს CashBack- ის აქციებში მონაწილეობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შეუძლია მარტივად გახსნას საბანკო ანგარიში და აიღოს Mastercard – ის ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG […]
“თურქეთის ავიახაზები” სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია, „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების სიხშირეს ზრდის. ამჟამად, სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, “თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 42 სიხშირით დაფრინავს. 31 მარტიდან, დამატებით რეისთან ერთად, სიხშირე გაიზრდება და კვირაში 50 -ს მიაღწევს. დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით იფრენს. ხოლო ბათუმის მიმართულებით კი […]
რუსთაველი-მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს – კომპანია „დოპელმაიერი“. პროექტი 2022 წლის […]
იმერეთში დააკავეს პირი, რომელიც მეწარმეს კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა

იმერეთში დააკავეს პირი, რომელიც მეწარმეს კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს – […]
Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ – Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება იყო. ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის […]