მამუკა მდინარაძე – ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ – ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის გარეთ ფსევდოლიბერალების მოწოდებების გაზიარებას არ აპირებს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ […]

ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ჩვენ იმ მამაცი მამაკაცების და ქალების მადლობელი ვართ, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ და ყველას უსაფრთხოებისთვის ვლოცულობთ“, – განაცხადა მერილენდის შტატის გუბერნატორმა, ვეს მურმა. ბალტიმორის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ჯეიმს უოლასმა განაცხადა, რომ დილით, წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთი […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას – ეს არის ღირებულებითი ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე

ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად გავაცალკეოთ და პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერების შეფასებებს, მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და […]

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. „მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩა N163-თან არსებულ სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 26 მარტს დღის 14:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს, […]

არჩილ თალაკვაძე – ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან სააკაშვილის შეწყალებას

ვინც უშვერი სიტყვით ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პერიოდში, ზუსტად იგივე ადამიანები ახლა ეხვეწებიან, შეწყალებას და მოწყალებას სთხოვენ იგივე ადამიანს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიას. თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ […]

მაკრონის წინასაარჩევნო გარდაქმნა მშვიდობის მტრედიდან ომის ქორამდე

უკრაინაში მიმდინარე ომზე მსჯელობის ნაწილში ემანუელ მაკრონმა მოკავშირეებს შორის ახალი განხეთქილების ვაშლი შემოაგორა, როდესაც 26 თებერვალს პარიზის სამიტის შემდეგ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნაზე ბუნდოვანი პასუხი გასცა. უკრაინის დახმარების საკითხზე სასაუბროდ ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ “ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით ოფიციალური და მიღებული კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა მოძრაობის სიჩქარიდან გამომდინარე, არაფრის გამორიცხვა […]

არქიმ ელიტარული კომპლექსის “არქი რივერთაუნის” პრეზენტაცია გამართა

25 მარტს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი “არქი რივერთაუნის” პრეზენტაცია გამართა. კომპლექსი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. პრეზენტაციას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებლები ილია წულაია, ზაზა ფაჩულია და მენი ბენიში, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი […]

ამერიკის ელჩი საქართველოს ნაკრებს წარმატებას უსურვებს (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, – ამბობს რობინ დანიგანი. დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს გამართავს […]

ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი – კახა კალაძე

რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა. თბილისის მერი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრანების მონტაჟი მიმდინარეობს. „წინაზე, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი მათთვის, ვინც სტადიონზე […]