საქართველოში ვნახეთ რუსეთის მზარდი აგრესია არჩევნების დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე საუბრობს. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ რუსეთის ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“, და, ასევე, „ბევრად აგრესიული […]
პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს
პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს ქალბატონი პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა ძალები ებრძვიან დღეს ჩვენს სახელმწიფოს, რა ძალებს არ უნდათ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვიზიტის გადადება […]
მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე არ უნდა საუბრობდნენ, რადგან ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით, იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან. “რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება. მიხაელ როთის […]
არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, – ამის შესახებ გიორგი […]
ბლინკენი: ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს, 6 იანვარს, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი „ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა“, რაც რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ბლინკენის თქმითვე, კონფლიქტის დასრულების თაობაზე შესაძლო მომავალი მოლაპარაკებების ნაწილი, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს. სამხრეთ კორეაში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ, მოსკოვისთვის არტილერიის, საბრძოლო მასალის მიწოდება, ჯარის გაგზავნა, […]
აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ახალ ორლეანში მოკლულების ოჯახებს შეხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ორშაბათს, 6 იანვარს, ახალ ორლეანს ეწვევიან, რათა იმ 14 ადამიანის ნათესავებს შეხვდნენ, ვინც გასულ კვირას თავდამსხმელმა მოკლა. 1 იანვარს, გამთენიის 3 საათსა და 15 წუთზე, მამაკაცი დაქირავებული პიკაპის ტიპის ავტომობილით ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში, ბურბონ სთრითზე, ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ ქუაზე, დიდი სიჩქარით შევარდა. მომხდარის დროს, […]
ამერიკის კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის ემზადება

6 იანვარს შეერთებული შტატების კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასადასტურებლად ემზადება. გასული წლის 5 ნოემბერს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში ქვეყნის დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაამარცხა და 20 იანვარს ფიცის დადების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდება. 50-ივე შტატის წარმომადგენლები ტრადიციისამებრ, დღეს კონგრესში საკუთარ შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგებს წარმოადგენენ. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი იქნება, რომელსაც საკუთარი […]
9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

ხუთშაბათს, 9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს , – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს. „შემოუერთდით „ჰადსონს“ თავისუფლებისთვის მებრძოლისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სპეციალური მიმართვისთვის, რომელსაც კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარი და ექსპერტთა პანელის დისკუსია მოჰყვება“, – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით […]
პაატა დავითაია – სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო გლოვის დღე არ გამოაცხადა, მაშინ, როდესაც აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გლოვის დღე დააწესა

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. პაატა დავითაიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოაცხადა გლოვის დღე, მაშინ, როდესაც ქართულ ოჯახში მომხდარი ამ უდიდესი ტრაგედიის გამო გლოვის დღე გამოაცხადა აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ. „რთულია სიტყვებით გადმოვცეთ მწუხარება სოფელ საბერიოში […]
ჩაკვეტაძეს მომენტების შექმნის ჯადოსნური უნარი უნიკალურ ტალანტად აქცევს, ის პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა – პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი

გიორგი ჩაკვეტაძე იმ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია, რომელსაც იანვარში პრემიერლიგაში გადასვლა შეუძლია – ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა, premierleague.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა, ადრიან კლარკმა ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს იანვარში შეუერთდნენ. „25 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად „უოტფორდში“ გამოდის, პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ფეხბურთელი ბურთს […]