პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს – არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის – მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა შესაბამის ძალასთან ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს პრიორიტეტი მიანიჭოს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის, საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება, მოუთმენლად ველი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას წერილშია ნათქვამი, რომელსაც იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უგზავნის, რომლის ინგლისურ ვერსიას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, […]

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ მისი „ლიბერალური პარტია“ ახალ ლიდერს აირჩევს. ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით, 24 მარტამდე შეაჩერა. ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო 2013 წლიდან იგი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერი იყო. უცხოური მედიის თანახმად, გადადგომის […]

რა თემები იყო ყველაზე პოპულარული Wikipedia-ზე 2024 წელს?

უფასო ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia ყოველწლიურად პლატფორმაზე ყველაზე ხშირად მოძიებული თემების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. Wikimedia Foundation-ის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ადამიანებმა ინგლისური ვიკიპედიის კითხვაში დაახლოებით 2.4 მილიარდი საათი — თითქმის 275,000 წელი — დახარჯეს. რაც შეეხება თემებს, Wikipedia-ზე ყველაზე პოპულარული 2024 წლის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია იყო. შეგახსენებთ, გასულ წლის ყველაზე პოპულარულ თემას ChatGPT წარმოადგენდა, სიკვდილიანობაზე ინფორმაცია […]

საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა გამოცხადდა

6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღეა, გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში – აფხაზეთში 5 იანვარს გალში ტრაგიკულად დაღუპულ დებს გლოვობენ. 5 იანვრის დილას ჭოლარიების სახლში გალის რაიონის სოფელ საბერიოში მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იყო, როცა ბებიამ შეშის ღუმელის ცეცხლის დანთება დააპირა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ […]

შსს – პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავა – ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების […]

მახაშვილი პოლონელ კოლეგებს: თქვენი გადაწყვეტილება ძირს უთხრის დიალოგის სულისკვეთებას

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პოლონეთის სეიმის წევრს, აგნიეშკა პომასკას და სენატის თავმჯდომარეს, ტომაშ გროდსკის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართავს. მახაშვილი წერილში “შეშფოთებულია” გადაწყვეტილებით, რითაც COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის მიწვევა გაუუქმდა. “გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა […]

“რეალი” უზბეკი ცენტრალური მცველით დაინტერესდა

Foot Mercato-ს ცნობით, “ლანსის” 20 წლის ცენტრალური მცველით, აბდუკოდირ ხუსანოვით “რეალი” დაინტერესდა. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუსანოვი შეიძლებოდა პსჟ-ში ან “მანჩესტერ სიტიში” გადასულიყო. უზბეკ ფეხბურთელს აგრეთვე “ბაიერი”, “ნაპოლი”,”იუვენტუსი”, “დორტმუნდი” და “ნიუკასლი” აკვირდებიან. ფრანგული კლუბი ხუსანოვს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.

2013 წლამდე გამოშვებული რომელი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია აიკრძალა იანვრიდან საქართველოში?

2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება. ცნობისთვის, ეს შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში […]

შავ ზღვაში რუსული ტანკერების ჩაძირვის შედეგად დაღვრილმა მაზუთმა ყირიმის ახალ კურორტებს მიაღწია

შავ ზღვაში ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, საწვავის ლაქებმა მიაღწია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ახალ საკურორტო ზონებს. 4 იანვრის სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ ნავთობის აპკი გავრცელდა ფეოდოსიის, ალუშტისა და სუდაკის სანაპიროებზე, ასევე ფეოდოსიის პორტისა და ქერჩის სამხრეთით მდებარე ტაკილის კონცხის რაიონებში, იუწყება ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერი“. დაბინძურება მოიცავს ზღვის დიდ მონაკვეთს სოფელ პარტენიტიდან […]

საქართველოში ვნახეთ რუსეთის მზარდი აგრესია არჩევნების დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე საუბრობს. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ რუსეთის ქცევა „რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა“, და, ასევე, „ბევრად აგრესიული […]