ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

ოპოზიციური პარტიების, სალომე ზურაბიშვილის, ევროპარლამენტარების და ამერიკელი კონგრესმენების, ასევე სხვა პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ გადადო საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი. ამის შესახებ პია კაუმამ პლატფორმა “X”-ზე თავად დაწერა. „დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტის გადადება იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტიანი იქნება“, – წერს ის. […]

შალვა მამუკაშვილი: “ბაიონას” შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია

2025 წლის პირველ სარაგბო ზეიმში, “შავი ლომი” ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ “ბაიონას” 11 იანვარს, 19:15 საათზე “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ცენტურიონი “ბორჯღალოსანი” შალვა მამუკაშვილი იმედოვნებს, რომ თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდება, რაც მათ ფლეი ოფში პირველად გასვლის შესაძლებლობას მისცემს: “ბაიონა” საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც ამჟამად ტოპ 14-ში მე-4 ადგილზეა. […]

Politico – ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს დღეს შეხვდა, მას შემდეგ რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ავსტრიის კონსერვატიულ „სახალხო პარტიასა“ და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა თანამდებობა დატოვა. „ბატონი კიკლი დარწმუნებულია, რომ […]

,, შევდივარ ტიკტოკზე და მხვდება ამ ქალის ვიდეო… უკაცრავად მაგრამ გული მერევა ამ სიყალბეზე!”

ერთი საათის წინ, ამ ქალმა, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, დადო აი ეს ვიდეო, გვეპატიჟება ბაკურიანში ამოდითო. არ დაგვავიწყდეს, ამ თვიდან, მისი ყოველთვიური ხელფასი, 11 600 ლარია. ახლა გითხრათ: 2 კვირის წინ, კარდაკარ დავდიოდი წნორში, ქიზიყში, მომიწია ძალიან ბევრ ოჯახში შესვლა, ხანდაზმული ადამიანების 80% შიმშილობს. მე ვნახე 60 წლის ადამიანები, რომლებიც მეგონა, რომ 80 წლისები იყვნენ, იმიტომ, […]

საფრანგეთში დაიწყო ექსპრეზიდენტ სარკოზის სასამართლო კადაფისგან დაფინანსების მიღების ბრალდებით

საფრანგეთში დაიწყო ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი, ლიბიის მაშინდელი ლიდერის, მუამარ კადაფის მთავრობის მიერ მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონოდ დაფინანსების ბრალდებით. 69 წლის სარკოზის, რომელიც 2007-2012 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, პარიზის სასამართლოში მისვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სარკოზი ბრალდებას უარყოფს. ლიბიის საქმე არის ყველაზე დიდი და შესაძლოა ყველაზე ხმამაღალი იმ რამდენიმე სკანდალს შორის, რომლებიც […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 7–9 იანვარს ქ. თბილისში მოსალოდენლია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

აშშ-სენატის საბიუჯეტო კომიტეტის გამოძიებით, დადგინდა, რომ Credit Suisse-ი II მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ემსახურებოდა

აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში, Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ათასობით დოკუმენტი ადასტურებს, რომ შვეიცარიული ბანკი ნაცისტებს ემსახურებოდა. კერძოდ, გამოძიების დოკუმენტებში საუბარია, რომ Credit Suisse-ი არქივში ნაცისტებისთვის გახსნილ უცნობ ან განზრახ დამალულ ანგარიშებს ინახავს. გამოძიებას სენატორები ჩაკ გრასლი და შელდონ უაითჰაუსი უძღვებიან. ამ დროისთვის გაშიფრული ფაილები მოიცავს როგორც Credit Suisse-ის, ისე […]

რას ჰყვება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ტურისტი ქალი

ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა. პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან […]

,,ადმიანებმა იმდენი ლანძღეს, იმდენი აგინეს და წყევლეს ერთმანეთი, აგრესიას ძალა დაეკარგა“ – გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე: ,,ადმიანებმა იმდენი ლანძღეს, იმდენი აგინეს და წყევლეს ერთმანეთი, აგრესიას ძალა დაეკარგა და გაუფასურდა ყველა სალანძღავი სიტყვა. გინება, ლანძღვა, წყევლა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი გახდა და რეაქციებიც დაქვეითდა. ალბათ ხშირად გესმით, როცა ამბობენ: რამდენიც გინდა მლანძღეთ და მაგინეთ. არ მაინტერესებს ხალხის აზრი. არ დავეძებ ჩემზე რას ამბობენ… და ასე შემდეგ. ასევე დაეკარგა ძალა, […]

„ქართულ ოცნებას“ ვარშავაში COSAC-ის სხდომაზე მიწვევა გაუუქმეს, რასაც პარტია აპროტესტებს

„ქართული ოცნების“ დელეგაციას გაუუქმეს მიწვევა პოლონეთში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) სხდომაზე, რასაც პარტია აპროტესტებს. თავდაპირველად, 2024 წლის 6 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დელეგაცია კონფერენციაზე მიიწვიეს პოლონეთის პოლონეთის სენატისა და სეიმის – პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების – ევროკავშირთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეებმა, აგნიეშკა პომასკამ და ტომაშ გროდსკიმ. თუმცა 2024 წლის 23 დეკემბერს მათ […]