ილია მეორე – დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა – აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლებსა და ახლობლებს მიმართავს. […]
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ღვთის გამოცხადებას ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ღვთის გამოცხადებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას – ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს. მათივე ცნობით, ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების- კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.
ფრიდი: ივანიშვილი დასანქცირდა რუსეთის აგენტობისთვის, ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ამაზე ინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება “მაგნიტსკის გლობალური აქტის” ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ეს ბევრს მეტყველებს აშშ-ის მთავრობის მიდგომაზე. დენიელ […]
მშენებლობა გაძვირდა – მთავარი მიზეზი დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა

2024 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.53 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8110 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:00 საათისთვის 2.8110 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8088 კურსით დაიწყო. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, 6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.8158 ლარი. კურსის ცვლილება – 0.20 თეთრი. · 1 ევრო – 2.8955 ლარი. კურსის ცვლილება – 3.37 თეთრი; · 1 გირვანქა […]
მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს – ჯო უილსონი

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – წერს […]
აშშ-ში ზამთრის ძლიერი შტორმის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა – BBC

ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ამინდის შესახებ გაფრთხილება მიიღო ზამთრის ძლიერ შტორმის გამო, რომელმაც, შეიძლება, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი თოვლი და ყველაზე ცივი ტემპერატურა გამოიწვიოს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შტორმ „ბლერის“ გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, გზები ჩაიკეტა და სკოლები დაიხურა. ვებგვერდ FlightAware-ს მიხედვით, შეერთებულ შტატებსა და მის […]
კანადის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადებს – „როიტერი“

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც „როიტერი“ წერს, ტრუდო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს ცხრა წლის მმართველობის შემდეგ დატოვებს. როგორც წყარო ამბობს, ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ. […]
ლოს-ანჯელესში გაიმართა „ოქროს გლობუსით” დაჯილდოების ცერემონია

„ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება. 2024 წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის „ბრუტალისტი“ – ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე. კორბეტს „ოქროს გლობუსი” გადაეცა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ედრიან ბროუდის – დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. ქალის დრამატული […]
6 იანვარს აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება – დედაქალაქში პროტესტანტები საშობაო მსვლელობასა და ალილოსაც გეგმავენ –

6 იანვარს აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება – დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები მოაწყობენ საშობაო მსვლელობას და ალილოს 6 იანვარს საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაიმართება. თბილისში დაგეგმილია საშობაო მსვლელობა და ალილო. კერძოდ, 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, “არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ დაგეგმილია „ვისოლ ჯგუფის“ სათაო ოფისთან. 19:00 საათზე კი მოთხოვნით – “დღის ეთერი ხალხს!” აქცია საზოგადოებრივი […]