ივანე ჩხაიძე – საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია – მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია – მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, […]

სერგო ჩიხლაძე – პოლიტიკური ძალების, ასევე, დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს – ახალი არჩევნების დანიშვნას

ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ასევე, მთელი დასავლური სამყაროს პოზიციაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ამ მომენტში მიზანშეწონილი არაა, თუ ის არ ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს -ახალი არჩევნების დანიშვნას, – ამის „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას. მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი გამოყენებული […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხურ ეკლესიას ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ულოცავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. „შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო […]

საპატრიარქო აქვეყნებს ილია II-ის სამძიმარს ოკუპირებულ გალში დაღუპული ბავშვების მშობლებისადმი

საპატრიარქოს ოფიციალური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკის გვერდები აქვეყნებენ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის სამძიმარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებისადმი. განცხადების თანახმად, პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა მშობლებს, – ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, – ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწერს: „დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, […]

მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso ბაზარზე თებერვალში გამოჩნდება

მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso ინვოისებისა და ფულის მართვის მენეჯერის ფუნქციონალით ბაზარზე თებერვალში გამოჩნდება, – ამის შესახებ აპლიკაციის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქოიავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, აპლიკაციის გაშვება სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ეროვნული ბანკის გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე სტარტაპის გეგმების განხორციელება გაჭიანურდა. “ჩვენი აპლიკაცია სამი ძირითადი ფუნქციონალური მიმართულებით ვითარდება. ესენია: ფულის მართვის მენეჯერის ფუნქცია, ინვოისების მართვის ფუნქცია […]

„მიგრანტების შემოდინება აისახა ფასებზე, როგორც გაქირავების, ასევე გაყიდვის კუთხით“ – როგორი იყო 2024 წელი უძრავი ქონების სექტორისთვის

როგორი იყო 2024 წელი სამშენებლო სექტორისთვის? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კომპანიები? საკითხზე ,,კომერსანტის’’ წლის შემაჯამებელ ეთერში ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, გასული წელი სექტორისთვის გამოწვევებით სავსე გამოდგა. ნატო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტმა, რომელიც ჯერ გაზაფხულზე შემდეგ კი წლის ბოლოს საზოგადოება მოიცვა, ასევე არჩევნებმა დიდი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე. გამოწვევების მიუხედავად ,,გუმბათი […]

კვარაცხელია ნეაპოლს არავის აჩაგვრინებს – ხვიჩასთვის უფრო დიდი კლუბი გვსურს!..

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გუნდის შესაძლო გამოცვლაზე 2025 წლის დადგომასთან ერთად, უფრო მეტს ვსაუბრობთ. 25 იანვარს “ნაპოლი” “იუვენტუსს” უმასპინძლებს. პრინციპულ დაპირისპირებაში “კვარა” მუდამ გამორჩეულია. ასე იყო “დიეგო მარადონაზე” ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში, 2024 წლის 3 მარტს. შობა-ახალი წლის პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ მაშინდელ სტატიას… სპორტში პრინციპული მეტოქის ცნება ჩვეულებრივი ამბავია; ზოგჯერ მასთან გამარჯვება (თუ მისი დამარცხება) […]

არანაკლებ მშვენიერი და ნიჭიერი: ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის უფროსი და და რას საქმიანობს ის – Marao

ხატია ბუნიათიშვილის სახელი უკვე არაერთი წელია, რაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც კარგად იციან. მას იცნობენ, როგორც ნიჭიერ პიანისტს, ვირტუოზ შემსრულებელსა და ამ სფეროს გამორჩეულ ახალგაზრდას. ხატიამ 6 წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური კარიერა. 1999 წლიდან მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმი, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და […]

ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა

დიდ ბრიტანეთში უამინდობის გამო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ლივერპულის, ბრისტოლის, ბირმინგემის, ნიუკასლისა და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები დროებით დახურეს. მანჩესტერის აეროპორტში 30-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 300-ზე მეტი კი გადაიდო. შეფერხებულია საქალაქთაშორისო მატარებლის მიმოსვლაც. ამასთან, გარემოს დაცვის სააგენტომ გამოსცა რვა გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში მოსალოდნელი […]

ზელენსკი პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება და მისგან მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელსაც 5 იანვარს სამსაათიანი ინტერვიუ მისცა. ფრიდმანმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა იანვარში სამეულის – მისი, […]