ლოს-ანჯელესში გაიმართა „ოქროს გლობუსით” დაჯილდოების ცერემონია

„ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, აშშ-ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება.
2024 წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის „ბრუტალისტი“ – ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე. კორბეტს „ოქროს გლობუსი” გადაეცა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ედრიან ბროუდის – დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.
ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს ბრაზილიელი ფერნანდა ტორესი ფილმისთვს „მე ჯერ კიდევ აქ ვარ“.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის და საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიებში გაიმარჯვა ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის „ემილია პერესმა“.
მიუზიკლში ან კომედიაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს სებასტიან სტენი(ფილმი „სხვა ადამიანი), ხოლო ამავე კატეგორიაში ქალის როლისთვის კინოკარიერაში პირველი „ოქროს გლობუსი“ მიიღო დემი მურმა(ფილმი „სუბსტანცია“).

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)