ექსპორტში ევროკავშირის დაბალი წილი საგანგაშოა – გიორგი გუდაბანძე

“ექსპორტში ევროკავშირის დაბალი წილი საგანგაშოა”, – ამის შესახებ SavvY-ის ასოცირებულმა პარტნიორმა, გიორგი გუდაბანძემ BMG-სთან განაცხადა. საქმე ის არის, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი რეკორდულად შემცირდა. 2014 წლის 10 თვეში ქართველმა ბიზნესმენებმა ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 456 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანეს. საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 10%-ს ჩამოსცდა და 8.4% შეადგინა. “ქვეყანა და კერძო სექტორი არ არის მზად […]
ფუფუნების ინდუსტრიამ ორ წელიწადში 50 მილიონი მომხმარებელი დაკარგა – Bain & Company-ის ანგარიში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 50 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა შეწყვიტა ძვირად ღირებული საქონლის, მათ შორის ძვირად ღირებული ღვინისა და პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების შეძენა, რადგან მათი ფასები გაიზარდა ინფლაციის ფონზე. ამის შესახებ The Drinks Business იტყობინება საკონსულტაციო კომპანიის Bain & Company-ის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც შედგენილია ფუფუნების საქონლის მწარმოებელთა იტალიურ ასოციაცია Altagamma-სთან პარტნიორობით. ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს ძვირადღირებული […]
სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა აქციის დარბევისას დაკავებულ აქტივისტს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ისაკო დევიძეს, რომელიც 19 ნოემბრის დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევისას დააკავეს. გარდა ამისა, სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა ამავე დროს დაკავებული ირაკლი ანდღულაძე. ჯერ კიდევ არ არი გამოცხადებული გადაწყვეტილება დავით წოწორიას საქმეზე.
„არ ვაპირებთ, წინასწარ დავაანონსოთ, სად რას ვიზამთ“ – ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიცია არ აპირებს, აქციების გეგმები წინასწარ დაანონსონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, კონსულტაციებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „ყოველთვის ვამბობდით, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე სპეციფიური მიდგომა გვაქვს. არ ვაპირებთ, წინასწარ დავაანანსოთ, სად რას ვიზამთ.ეს ყოველთვის იქნება მიულოდნელი, სხვადასხვა ფორმით. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა. და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით. […]
ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიციის შეხვედრაზე სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ – აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი

აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, ხვალ დილით , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიცინერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები. „სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც […]
ელენე ხოშტარია – ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე სპეციფიკური მიდგომა გვაქვს – არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, იქნება მოულოდნელი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა – ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან. “ჩვენ ვართ მუდმივ […]
სასამართლოს განჩინებით დიღმის ჭალების სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა მერიას დაევალა

დიღმის ჭალებიდან სამშენებლო და ინერტული ნარჩენების გატანის დავალების საქმეზე, რაზეც სასამართლოს დიღმის ჭალების გადარჩენისთვის შექმნილმა მოძრაობამ და აქტივისტმა ანა ტრაპაიძემ ჯერ კიდევ 2021 წელს მიმართეს, სასამართლომ დღეს განჩინება გამოიტანა და თბილისის მერიას ტერიტორიის გაწმენდა დაევალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს აქტივისტი ანა ტრაპაიძე ესაუბრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო. დიღმის ჭალების გადარჩენისთვის ინიციატივის ინტერესებს […]
ევროკომისია: საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა

ევროკომისიის სპიკერის პიტერ სტანოს თანახმად, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების შესწავლის მიზნით ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა. ეს პიტერ სტანომ რადიო თავისუფლებას განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება. “საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი”, – უპასუხა პიტერ სტანომ წერილობით რადიო თავისუფლებას. საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ 18 ნოემბერს საგარეო […]
სასამართლომ აქციის დაშლისას დაკავებულ ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღეს საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 3-ის – ისაკო დევიძის, ირაკლი ანდღულაძისა და დავით წოწორიას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 […]
„შუა დერეფნის“ განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს“ – ლევან დავითაშვილი

„შუა დერეფნის“ განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს“ – ლევან დავითაშვილი „საქართველო ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია ზოგადად აღმოსავლეთ – დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა […]