„შუა დერეფნის“ განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს“ – ლევან დავითაშვილი

„შუა დერეფნის“ განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს“ – ლევან დავითაშვილი „საქართველო ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია ზოგადად აღმოსავლეთ – დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა […]

კახა ქემოკლიძე – შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ – 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, […]

გიორგი მარგველაშვილი – მასობრივი პროტესტის გამოხატვის პიკი პარლამენტის პირველი შეკრება იქნება

მასობრივი პროტესტის გამოხატვა არის ის, რისთვისაც ოპოზიციამ პიკები უნდა მოამზადოს და ეს პიკი, რა თქმა უნდა , იქნება პარლამენტის პირველი შეკრება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, უწყვეტმა საპროტესო აქციებმა საზოგადოება მოამზადა ოპტიმიზმისთვის. „ერთმნიშვნელოვნად იქნება პიკი. მიწისქვეშეთიდან შეპარული დეპუტაცია როგორ მართავს საქართველოს, ეს […]

რუსეთმა გერმანიის მოქალაქე გაზგამანაწილებელი მილის აფეთქების ბრალდებით დააკავა

ოთხშაბათს რუსეთის უშიშროების სამსახურმა – “ეფ-ეს-ბე-მ” (FSB) განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის და ტერორიზმის ეჭვის საფუძველზე, Რუსეთმა გერმანიის მოქალაქე დააკავა. Მას ბრალად, გაზის გამანაწილებელ სადგურზე მილის აფეთქება ედება. მამაკაცი – ნიკოლაი გაიდუკი, ოფიციალური ცნობებით, მარტში რუსეთის კალინინგრადის ოლქში თვითნაკეთი ბომბით თავდასხმაში იყო ჩარეული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დააკავეს პოლონეთიდან კალინინგრადში Შემდგომი შესვლის მცდელობის დროს, როდესაც […]

19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ირაკლი ანდღულაძე სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 2-ის – ისაკო დევიძისა და დავით წოწორიას სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. *** 19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული […]

დონალდ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მისი გუნდი ავრცელებს. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა თავის მიერ დანიშნული პირველი გენპროკურორი, ჯეფ სეშენსი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. “მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, […]

VW–ის მუშები ქარხნების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად არიან ხელფასების გაზრდაზე უარი თქვან – მედია

21 ნოემბერს, გერმანული პროფკავშირის IG Metall-ის ერთ-ერთი რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელი და მისი მთავარი წარმომადგენელი Volkswagen-თან მოლაპარაკებებში, ტორსტენ გროგერი, შესთავაზებს კომპანიას უარი თქვას ქარხნების დახურვაზე და შეზღუდოს პრემიებისა და დივიდენდების გადახდა, მუშების მიერ ხელფასების გაზრდაზე უარის სანაცვლოდ, რაც ჯამში 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ Financial Times–ი წერს. გროგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1 დეკემბრიდან შესაძლებელია გაფიცვები […]

“შეგვრჩა რუსეთის ბაზარი, ჩინეთი, ინდოეთი” – ვიკა შარია საქართველოს საქმიან ტურიზმში ტენდენციებზე

საქმიანი ტურიზმის სააგენტო „ოდა დიემსის” დამფუძნებელ ვიკა შარიას შეფასებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის დარგში რუსეთის ბაზარი წამყვანია და მისი წილი, დაახლოებით, 80%-ია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ოდა დიემსი“ საქმიანი ტურიზმის სააგენტოა, რომელიც ძირითადად კორპორაციულ სეგმენტს ემსახურება. ვიკა შარია ამბობს, რომ „ოდა დიემსს“ დამკვეთები, ძირითადად, რუსეთიდან ჰყავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ვერ მუშაობს. […]

“ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ” – უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

ერთა ლიგაზე ტირანაში ალბანეთთან მოგებული მატჩისას (2:1) მასპინძელთა გუნდის გულშემატკივართა პროვოკაციულ საქციელზე უკრაინის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა რუსტამ ხუჯამოვმა ისაუბრა: “მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჯერ კიდევ მოთელვისას გვესმოდა დაცინვა, ვხედავდით ჟესტებს, ვგრძნობდით როგორ ცდილობდნენ ჩვენს წყობილებიდან გამოყვანას. თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. მინდა მხრდაჭერისთვის ყველას მადლობა გადავუხადო, მათაც, ვინც გვაკრიტიკებს, ვინაიდან ეს მოტივაციას გვმატებს. მუშაობას გავაგრძელებთ […]

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის […]