Jaguar-მა ელექტრომობილების მწარმოებლად გარდაქმნის შემდეგ ლეგენდარული ლოგო შეცვალა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ავტომობილების ბრენდმა Jaguar-მა წარმოების სრულ გარდაქმნამდე რებრენდინგი განახორციელა. Jaguar-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქებში (უორიქშირი, კოვენტრი, სოლიჰალი და კასლ ბრომვიჩი) ათობით ქარხანას ფლობს ელექტრომობილებზე გადასვლის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო. კომპანია 2026 წელს სამი ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. სრული რებრენდინგის მოსამზადებლად Jaguar-მა ახალი ავტომობილების გაყიდვა ერთი წლის წინ შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ეს გადაწყვეტილება განზრახული […]

თინა ბოკუჩავა – აქციებზე ბოლო დეტალები დასაზუსტებელია, თუმცა ვთანხმდებით, რომ კვლავ დავაანონსებთ, რათა მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ

აქციებს კვლავ დავაანონსებთ, იმისათვის რომ მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ და იყოს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია გამარჯვების დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, როდის და სად გაიმართება პროტესტი, ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. „დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: მინისტერიალი და ევროპარლამენტის […]

Politico – ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს

ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპარლამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა. კანდიდატებზე დავა საკვანძო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა – “ევროპულ სახალხო პარტიასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის. პროცესი […]

სასამართლომ აქციის დროს ერთ-ერთ დაკავებულს ჯარიმა, მეორეს კი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულს, ირაკლი ანდღულაძეს 2700-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ისაკო დევიძის პროცესიც, რომელსაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) იცავდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულების ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ აღნიშნა, რომ ორივე მათგანს შსს […]

“როგორც კი ერთი შევა, მერე ყველა შევა” – იაგო ხვიჩია ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე

იაგო ხვიჩია ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “როგორც კი ერთი შევა, მერე ყველა შევა. ლიდერები არ შევლენ, მაგრამ შეუშვებენ თავიანთ ხალხს და ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ თვითონ, ეს მოხდება.”- თქვა იაგომ.

ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე

კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. „როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის […]

“არსენალი” ზინჩენკოს გაყიდვას გეგმავს

“მანჩესტერის” და “ტოტენჰემის” ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა განაცხადა, რიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “არსენალი” უკრაინელი მცველის ალეკსანდრ ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს. “ზინჩენკოს, გაბრიელ ჟეზუსის და კირან ტირნის გასხვისება უნდათ. ისინი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ეს კლუბის სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და შემადგენლობის გაძლიერების საშუალება მიეცემათ. ხანდახან ზოგიერთ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობო და მათ ტრანსფერში გარკვეული თანხა მიიღო”, […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – 19 ნოემბერს დაკავებულები სასამართლოში სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს, რაზეც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე

არასამთავრობო ორგანიზაციები 2024 წლის 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაკავებულები სასამართლოში სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს, რაზეც ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე. „არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით […]

ლევან ცუცქირიძე – ბრძოლა გაგრძელდება, იქნება აქციები, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით – კონკრეტული თარიღები გამოცხადდება, მაშინ, როდესაც საუკეთესო იქნება მიზნისთვის

ბრძოლა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იქნება აქციები, იქნება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა ფორმით , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, აქციების კონკრეტული თარიღები გამოცხადდება იმ დროს, რაც საუკეთესო იქნება მიზნის მისაღწევად. „სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა ყველა მიმართულებით. ეს არის ბრძოლა შიგნით, ყველა […]

NGO-ები აქციაზე დაკავებულებზე: სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას

არასამთვრობო ორგანიზაციები 19 ნოემბერს, მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მათი განცხადებით, სასამართლო არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას, “ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა”. “არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი […]