სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ეხება. პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. სავარაუდოდ, დღესვე გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებულო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის […]

იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს განკარგულებებს შეასრულებენ და ბენიამიმ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს დააკავებენ

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ნიდერლანდებმა, განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იოავ გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შევლენ, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. „მოგვიწევს მათი დაპატიმრება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის […]

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერის პოსტზე კვლავ ოლაფ შოლცს წარადგენს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა. ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს და რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს, […]

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ დაემატა, რომელსაც ირაკლი ასათიანი, „სილკ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი უძღვება. კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის […]

რომანი პორნო ვარსკვლავთან? – პეპესა და ტრამპის ურთიერთობა დადასტურდა

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ვილიარეალის” 29 წლის კოტ’დიუვარელი ფორვარდი ნიკოლას პეპე ცნობილ პორნო ვარსკვლავ ტინა ტრამპს ხვდება, დადასტურდა. წყვილმა რესტორანში ერთობლივად სადილობის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. მათ ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ მედიაში იწერება, რომ ისინი ერთმანეთს უკვე 5 თვეა ხვდებიან. გოგონა “ვილიარეალის” მატჩსაც დაესწრო და ამ გუნდის ფორმაც მოირგო. პეპემ სახელი “ლილში” […]

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია და მისი პარტია დაემსგავსა „ლეიბორისტულ პარტიას“ და შალვა ნათელაშვილს

ბატონი გახარია და საერთოდ ეს პარტია ძალიან აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“ ნიშას, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიცია, რომელიც მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, „პროცესს რამდენიმე თვე“ დასჭირდეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს სწორედ შალვა ნათელაშვილის მეთოდია. „უკვე ყველანაირად დაემსგავსნენ „ლეიბორისტულ […]

თსუ-ში, სადაც ხმაური იყო ღამით, სტუდენტების პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და 023 კორპუსში კვლავ რჩებიან სტუნდენტები, რომლებიც ერთი მხრივ უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. თსუ-ში 22 ნოემბრის დილის მდგომარეობით ორი საპროტესტო სივრცეა – ერთი პირველი კორპუსის სარდაფში, აუდიტორია 023-ში, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ათენებს ღამეებს და გეგმავს წინააღმდეგობის მოძრაობას, […]

ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – „მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე“

ტელეწამყვანი და მსახიობი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. მას მამა გარდაეცვალა. „მამა… რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ. მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ… “ეკუ” – ასეთი დაძახება მარტო შენ იცოდი. მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი. მიყვარხარ” – წერს ეკა ამირეჯიბი.

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი წარმატებული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გამოიყენეთ ეს დრო რთული საკითხის მოსაგვარებლად და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობის აღსადგენად. მიზნის მიღწევაში მკაფიო სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ, ამიტომ ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. კურო ამ დღეს […]

რა საკითხებზე ესაუბრა ოთარ შამუგია შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ლიხტენშტეინის, მექსიკისა და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტეინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს. როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის […]