ლევან კოჭლოშვილი – მდიდარი „ენჯეოშნიკის“ წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ხალხის ძალიდან“ აცნობეს, კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ პატარაიას ლიდერობით […]
მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი – პაპუაშვილი

მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი, — ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან მოქმედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილს აკლია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა ქართველად. “მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი. როგორც აღმოჩნდა, ეს […]
პარლამენტის I სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების ელჩები 25 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ საპარლამენტო სხდომას არ დაესწრებიან, რადგან ისინი მოწვეულები არ არიან. პაპუაშვილის თქმით, სხდომას მხოლოდ პარლამენტის ახლად არჩეული წევრები, მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები დაესწრებიან. “მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე […]
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხიც განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევის თარიღი ჩაინიშნება, რის შემდეგაც ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. „მოკლედ მოგახსენებთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. თარიღი ჩაინიშნება. ამის შემდეგ უკვე ცესკო ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ზოგადად ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, […]
შალვა პაპუაშვილი – ახალი პრეზიდენტი იქნება ქართველი პატრიოტი – როგორც აღმოჩნდა, ესაა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება „ქართველი პატრიოტი“. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება. პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. „ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში […]
ირაკლი კუპრაძე – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს – ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით წარვდგეთ

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს – ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება და კოალიციას შესაძლებლობა არ […]
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან თავად არ მოუწვევია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა. „[მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე] მოწვევები უკვე დავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და […]
„საქსტატი“ – აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატში“ განმარტავენ, რომ თვითრეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა. მათივე ცნობით, თვითრეგისტრაციის მეთოდით უკვე ისარგებლა ათეულობით ათასმა მოქალაქემ, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს […]
შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაციები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებიდან მოდის და ეს დონორების პასუხისმგებლობაა – შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ეს არის პატარა ბოროტება

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველ ხალხს მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდა, ამის შემდეგ დეზინფორმაცია არის ის პატარა ბოროტება, რომელიც შეიძლება ჩვენ ვნახოთ – დეზინფორმაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიდან“ მოდის, შესაბამისად ეს გახლავთ ამ დონორების პასუხისმგებლობა, რომ ქართველ ხალხს ტვინს დეზინფორმაციით ურევენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვერც პრეზიდენტის სარჩელი და ვერც პრეზიდენტის მიერ პირველი […]
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ეხება. პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. სავარაუდოდ, დღესვე გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებულო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის […]