რანიერი კვარაცხელიას განეიტრალებაზე ბევრს იფიქრებს – მთავარი მატჩი რომში და არშემდგარი ქართული დუელი იტალიაში

“ნაპოლი” მე-13 ტურს ლიდერის რანგში შეხვდა, მაგრამ რადგანაც გვიან თამაშობს, ლიდერობის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს. ნეაპოლელები კვირას, 24 ნოემბერს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, საკუთარ მოედანზე “რომას” მიიღებენ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მეორე მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ აქ დიდი ფიგურა, კლაუდიო რანიერი მივიდა. რანიერი ბოლოს “კალიარიში” იყო. “ნაპოლის” მათთან რთული დაპირისპირებები ჰქონდა. რაც შეეხება რომაელებთან დუელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა […]

რა საკითხებზე ესაუბრა ოთარ შამუგია შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ლიხტენშტეინის, მექსიკისა და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტეინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს. როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის […]

პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, როდის გაიმართება პარლამენტის I სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. „სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, — განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა ისაუბრა პირველი სხდომის დეტალებზე. თქვა, რომ სხდომას წარუძღვება უხუცესი […]

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მელიქიშვილზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. მ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის […]

იტალია და ნიდერლანდები პირობას დებენ, რომ ჰააგის სასამართლოს განკარგულებებს შეასრულებენ და ბენიამიმ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს დააკავებენ

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ნიდერლანდებმა, განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იოავ გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შევლენ, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. „მოგვიწევს მათი დაპატიმრება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ორი არჩევანი აქვთ: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით საკუთარ თავს დაინგრევენ, ან არ იტყვიან უარს და ამით თავს დაიმცირებენ – 25 ნოემბერს ვნახავთ მათ სამარცხვინო უღირს სახეს

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ – აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს, მათ სამარცხვინო უღირს სახეს, მათ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში, ისინი განცხადებას არ დაწერენ. ასე, რომ […]

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”

თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს. „შავ პარასკევს”, 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%. მომხმარებელს ქეშბექი მრავალფეროვან კატეგორიებში დახვდება, როგორიცაა ტექნიკა, სახლის ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები. […]

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა“, — აცხადებს […]

შსს-მ აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა”, – ამტკიცებს შსს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე […]

პარლამენტის თავმჯდომარე – რაც 8 დეპუტატი გვესტუმრა და ოპოზიციას „მაიდნის“ სცენარისკენ მოუწოდა, რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად – ვინმეს „მაიდანი“ თუ უნდა, დაიდგან თავის ქვეყანაში

8 დეპუტატი რომ გვესტუმრა და პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და იქ რომ მოუწოდეს ოპოზიციას, „მაიდნის“ სცენარზე გადასულიყვნენ, იმ დღიდან რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად – ვინმეს „მაიდანი“ თუ უნდა, დაიდგან თავის ქვეყანაში და შეეშვან საქართველოში არეულობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილისა და მათი მხარდამჭერების ქმედებები ბოლშევიზმს შეადარა და აღნიშნა, […]