ჩვენი გუნდის მარცხი მოულოდნელი იყო, ქართული ფეხბურთი ვითარდება და მათგან ბევრის სწავლა შეიძლება – ხორვატული გამოცემა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ხორვატიის მარცხი და ევრო 2025-ის საგზურის დათმობა მტკივნეული აღმოჩნდა, – ამის შესახებ ხორვატული გამოცემა sportske.jutarnji.hr-ი წერს. „ეს მოულოდნელი შედეგი იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგებას არავინ ელოდა. ამ მოთამაშეებში 60 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს საქართველოსთან და მათი ფეხბურთიდან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის […]

პირველი დეკემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა – გზების ჩამონათვალი

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: – საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. – საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: […]

SEC-ის თავმჯდომარე გარი გენსლერი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელი გარი გენსლერი თანამდებობას 2025 წლის 20 იანვარს – ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. მისი სამსახურის ვადა ამ პოსტზე მხოლოდ 2026 წელს მთავრდება, თუმცა, ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად აშშ-ის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, აღნიშნავს MarketWatch. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში […]

“რჩება ბოლო გზა, საითაც ისტორიულ კანონზომიერებას მივყავართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნება ხელისუფალი…” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: იმ ტიპის კვაზი-დემოკრატიული მმართველობითი სისტემების სიცოცხლისუნარიანობა და სტაბილურობა, დომინანტური პარტიით და ფასადური ოპოზიციით, რასაც ივანიშვილი აშენებს, როგორც წესი, უზრუნველყოფილია გარკვეული შიდა უშრეტი მატერიალური რესურსებით, რაც კვებავს სისტემას და რის მიმართ ინტერესის გამოც გარე სამყარო მზად არის თვალი დახუჭოს ძალაუფლების უზურპაციასა და საზოგადოების მიმართ ძალადობაზე. მაგალითებს არ მოვიყვან – ბევრი ასეთი სახელმწიფო ვიცით. […]

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მომიტინგე მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, მათე დევიძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიკუთვნება, მისი მხრიდან კი მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით შესაძლოა, მიმალვის მცდელობა […]

პროკურატურა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა მათე დევიძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ნატო-უკრაინის საბჭო რუსეთის მიერ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ თავდასხმას განიხილავს

ნატო და უკრაინა შეხვედრას გამართავენ, რომელზედაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე საშუალო მანძილზე მოქმედი ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრებენ, – ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა მომავალი კვირის სამშაბათს ბრიუსელში, ელჩების დონეზე გაიმართება. შეხვედრა კიევმა, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოითხოვა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, […]

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გაიზიარა

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელმაც გაიზიარა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სათადარიგო მოსამართლეს, რომლის დანიშვნაც საქმის […]

მიხეილ სააკაშვილი – ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! – საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!

ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ – მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ქვეყანაში თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა. „მივესალმები გაძარცვულ საქართველოს, საქართველო მთლიანად გაიძარცვა. არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე […]

გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი

ოპოზიცია თვლის, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან, პარლამენტში შემოსულად არ ითვლებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან, შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან. „ხომ ვამბობ, გიორგი გახარია შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო. მისი სტილია განცხადებების – ბიძინა ივანიშვილი რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ა.შ. გიორგი გახარია გახდა […]