პროკურორი – მათე დევიძე პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა, სამართალდამცავები მასთან შემხებლობაში არ ყოფილან – დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განმარტებით, სამართალდამცავების მხრიდან 20 წლის მათე დევიძის დაკავების ღონისძიება არ მიმდინარეობდა, როცა ის პოლიციელებს თავს მოულოდნელად დაესხა. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია. ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია. „პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი – ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს […]
პროკურატურა აქციაზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა მათე დევიძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი. „მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, […]
პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. […]
“ამაზე სასაცილო რამე იშვიათად წამიკითხავს” – გვარამია

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ელჩები, რომლებსავ ოპოზიცია მოუწოდებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას, პირველ სხდომაზე არ მიიწვიეს და წერს: ამაზე სასაცილო რამე იშვიათად წამიკითხავს ოღონდაც, რა მაცინებს, სინამდვილეში, ტრაგიკული ამბავია
ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი – საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა და 90:83 გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეს ქართული კალათბურთის ისტორიული ანგარიშია – სწორედ 90:83 დაამარცხა თბილისის „დინამომ“ 1962 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ წუთებზე ფინელები 7:0 დაწინაურდნენ და მას მერე 30-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრები […]
რატომ არის საქართველოში ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნა

საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა დაბალია. „ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი განმარტავს, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რის გამოც მომხმარებლები ელექტრო ავტომობილების შეძენისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, საჭიროა დამტენი აპარატების მასიური განთავსება, რათა მომხმარებელი წახალისდეს და უპირატესობა ელექტრომობილს მიანიჭოს. ,,ჩვენ ვამბობთ ყველგან, სადაც შეიძლება, რომ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ელექტრო ავტომობილებისთვის. თითო […]
დიდი ფასდაკლებების დროა – PSP -ში Black Friday დაიწყო!

22-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, თავის მოვლის საშუალებებსა და PSP-ს კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე, მომხმარებელს 50%-იან ფასდაკლებასთან ერთად სიახლე – აუთლეტ სტენდებზე 70%-იანი ფასდაკლებები ელის. საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება როგორც აფთიაქებში, ისე ვებგვერდსა PSP.GE და აპლიკაციაში PSP App მსოფლიოში ცნობილ პრემიუმ და დერმატოლოგიურ ბრენდების: Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Payot, Algologie, Mizon, Missha, Vilage, Avene, Vichy, Kaypro, […]
ჯემალ გამახარია – 2025 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე მიწვევა მოსკოვიდან ბჟანიას სახელზე მოდის, 7 თვით ადრე ბჟანიას ეპატიჟება – ყველაფერი ნათელია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გათვლა არის ბჟანიაზე

ფაქტია, რომ რუსეთი კვლავ ფსონს დებს ბჟანიაზე – აფხაზებსა და ქართველებს ერთი ინტერესი გვაქვს, აფხაზებისა და აფხაზეთის გადარჩენა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საქართველოთი და არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიითა და კოლონიზაციით, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარია, „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში აფხაზები აიძულა, […]
პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ხედვას იზიარებს

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ხედვას იზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის ხედვა ქართული პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანების შესახებ, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მკაფიო გეგმას წარმოადგენს. „ქვეყანაში მომწიფდა დაკვეთა ახალი ტიპისა და სულისკვეთების […]