“გახარიას პარტია მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ…” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი: “გახარია და საერთოდ ეს პარტია ძალიან აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“ ნიშას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა – შალვა ნათელაშვილის მეთოდია”
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. „გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი […]
მიხეილ სააკაშვილი – ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება – ძალიან კარგად ვიცნობ იმ ხალს, ვინც მოდის, ისინი თავისუფლების მხარეს არიან

ერთი წამითაც არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, სანამ პირში სული მიდგას, სანამ აზროვნება შემიძლია და სანამ კიდევ სიცოცხლის ნიშანი შემრჩენია, იმიტომ, რომ წყდება საქართველოს ბედი, წყდება უკრაინის ბედი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მათ ექნებათ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რადგან „ისინი თავისუფლების მხარეს არიან“. […]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ლანტოს კსაბას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებით, გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. „აღინიშნა, […]
ვახტანგ ძაბირაძე – თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ? – გახარიას პარტიის პოზიცია პოლიტიკური ვირეშმაკობაა, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ვითომ ოპოზიციაა

ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ვირეშმაკობა, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ვითომ ოპოზიციაა, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია, რომლის თანახმად, პარტია მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებს. „ასეთი ამ ერთხელ უკვე გაკეთდა, ახალს ოპოზიცია […]
ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს

საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. „სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის მეშვეობითაც მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენიდან თოკით დაშვებისა […]
მიხეილ სააკაშვილი – პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა – ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის

პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა – ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის, საერთოდ უდანაშაულო, მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!“ – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, […]
სათხილამურო ფედერაცია დიდი სეზონისთვის ემზადება

სპორტული ღონისძიებებით დახუნძლული ზამთრის სეზონი გველოდება. გუდაური და ბაკურიანი, FIS-ის ეგიდით, მსოფლიო თასის 3 შეჯიბრს დეკემბერსა და მარტში უმასპინძლებს. ესაა მოგულის, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის დისციპლინები. კურორტები დამატებით ახალი სასრიალო ტრასებით ხვდება სეზონს. მოთხილამურეები აჭარიდან, სვანეთიდან, გუდაურიდან, ბაკურიანიდან და თბილისიდან, საქართველოს თასის ეტაპებისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს მთიან კურორტებზე რამდენიმე ეტაპად გაიმართება. ასევე, 2025 წლის […]
აქციაზე დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოიტანა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მათე დევიძეს პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. ბრალის დადგენილება მას გამომძიებელმა 22 ნოემბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნო. პროკურატურის […]
ჩვენი გუნდის მარცხი მოულოდნელი იყო, ქართული ფეხბურთი ვითარდება და მათგან ბევრის სწავლა შეიძლება – ხორვატული გამოცემა

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ხორვატიის მარცხი და ევრო 2025-ის საგზურის დათმობა მტკივნეული აღმოჩნდა, – ამის შესახებ ხორვატული გამოცემა sportske.jutarnji.hr-ი წერს. „ეს მოულოდნელი შედეგი იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგებას არავინ ელოდა. ამ მოთამაშეებში 60 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს საქართველოსთან და მათი ფეხბურთიდან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის […]