მამუკა მდინარაძე – ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა – სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს

ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, […]

“ეს უნივერსიტეტია და არა ზოოპარკი” – სტუდენტების შეურაცხყოფა და შევიწროება თსუ–ში დღესაც გრძელდება

დღეს თსუ–ს ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ახლი წესი შემოიღო, ამჯერად, სტუდენტებს უცხადებს დაცვა, რომ ღამით 10 სტუდენტზე მეტი ვერ დარჩება უნივერსიტეტში. კარები ისევ ჩაკეტილია, როგორც “დაფიონის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან ჩანს. სტუდენტები სვამენ კითხვას, რატომ უკეტავენ კარებს და პასუხს არავინ სცემს. სტუდენტებმა ისიც იკითხეს, როგორ მოხვდა გუშინ ღამით უცხო პირი, თუ შენობა ასეთი დაცულია, უნივერსიტეტის შენობაში, რაზედაც […]

ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან

„ოპოზიციას, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე სცენარი აქვს, ახალს არაფერს გვთავაზობს და [სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ისინი ისევე შევლენ პარლამენტში, როგორც ეს წარსულში გააკეთეს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“, თუმცა, სწორედ ეს არის მათი სახე. „ოპოზიციის […]

“საპროტესტო აქციებს რაღაც აკლია და ეს რაღაც პოლიტიკოსებმა უნდა აღმოაჩინონ” – ზვიად კორძაძე

იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველის პარტნიორის ზვიად კორძაძის შეფასებით, „საპროტესტო აქციებს რაღაც აკლია და ეს რაღაც პოლიტიკოსებმა უნდა აღმოაჩინონ“. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – რატომ არ აქვს გაყალბებული არჩევნების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებს ბევრი მოქალაქის მხარდაჭერა. ზვიად კორძაძის თქმით, აქციებზე ისიც დადიოდა, მაგრამ ამავე დროს, როგორც მოქალაქეს გარკვეული კითხვები ოპოზიციურ […]

სანიოლი: მნიშვნელოვანია სად მივდივართ – ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა

ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს მარტში სომხეთთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში ბრძოლა მოუწევს. მომავალი მატჩების შესახებ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა: “ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე […]

რუსეთი ბენზინზე ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას ვადაზე აპირებს

რუსეთი აპირებს, ვადაზე ადრე, უახლოეს მომავალში გააუქმოს ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა. “დიახ, იქნება [ბენზინის ექსპორტის აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნა] . ახლა საბუთები მზადდება”, – ციტირებს რუსული მედია ნოვაკის განცხადებას, რომელმაც აკრძალვის გაუქმების ზუსტი თარიღი არ დაასახელა. როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ნოვაკმა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, ბენზინის ექსპორტზე […]

ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა – რუსული მედია

რუსული სამთავრობო მედიის, “TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც თანამდებობა ამ კვირაში დატოვა, ამჟამად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. “აფხაზეთში არ ვარ, გარკვეული დღეებით მივფრინავ მოსკოვში” ,- განაცხადა ბჟანიამ. 19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა. “ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. […]

ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აცხადებს თბილისის მერია. „საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. რაც შეეხება ქეთევან […]

მამუკა მდინარაძე – რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება სიახლეებიც

საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტამდე საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლისთვის, ამას სჭირდება ბიუჯეტის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, წინა მოწვევის საპარლამენტო პირები თანამდებობებს შეინარჩუნებენ და ძირეული გადანაცვლებები არ იგეგმება. „გავიარეთ, პრაქტიკულად, ის საკითხები, […]

მამუკა მდინარაძე – შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუნდის შიგნით უკვე ბევრი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს. „შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, […]