“შემდეგი პრეზიდენტი იქნება მონა” – დავით ქაცარავა

შემდეგი პრეზიდენტი იქნება მონა. აბა რისთვის გააუქმეს ამ ქოცბანდიტებმა საპრეზიდენტო არჩევნები? დანიშნავენ ვინმე მონას და ამ ბოლო ინსტიტუციასაც მიიტაცებენ ბოლომდე. სამშობლოს ვკარგავთ-ვგონებ, ყველა ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ მზად ვართ ამ გადამწყვეტი ბრძოლისთვის? მზად ვართ სამშობლოს გადასარჩენად?
ლისაბონის აეროპორტმა, ტურისტების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ღამის ფრენები გააუქმა

ლისაბონის უმბერტო დელგადოს აეროპორტმა ღამის ფრენები გააუქმა: დილის 1:00-დან 5:00 საათამდე იქ თვითმფრინავები არც აფრინდებიან და არც დაეშვებიან. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის, ქალაქის საკრებულოსა და გარემოსდაცვითი აქტივისტების მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ მიიღო. ღამის ფრენები ლისაბონში მუდმივი პრობლემაა, რაც ქალაქის მცხოვრებთა ძილს არღვევს. ამ ზაფხულს, პორტუგალიურმა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია Zero-მ პირველად მოითხოვა […]
მდინარაძე: დავასახელებთ კანდიდატს, რომელიც გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც ვერ გაამართლოს

შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია გუნდის შიგნით. ჩვენ შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს […]
მამუკა მდინარაძე – სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო

სერგო ორჯონიკიძეზე უარესი გააკეთა ოპოზიციამ, საკუთარი ხელით მიწერეს, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს, ბრიუსელში გაგზავნილი წერილის გამო, ჯაშუშები უწოდა. „ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ასეთ […]
NATO-ს გენ.მდივანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს ხვდება – მედია

ნიდერლანდური მედიის, De Telegraaf-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ხვდება. ონლაინ რადარის მიხედვით, ცნობილია, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო თვითმფრინავი ფლორიდაში დაეშვა. გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ს გენერალურ მდივნისთვის პერსონალური თვითმფრინავი არ არის გამოყოფილი, რუტეს ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით უნდა ესარგებლა. ნიდერლანდების მთავრობასა და […]
“შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ” – მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რაზე გააკეთებს აქცენტს მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას, რადგან ბოლო დროს “პრეზიდენტებში არ უმართლებთ”, ამბობს: ახლა შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. […]
მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე – თურმე, ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე – ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს

თურმე ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ლგბტ-ზე ყოფილა დამოკიდებული და გამჭვირვალობის ჩახსნაზე. ევროპულობას იჩემებენ და მათზე ანტიევროპულ განწყობებს ამ ქვეყანაში არავინ აღვივებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო სექტორის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებებს და ძალას ნიშნავს და არა ლგბტ პროპაგანდასა […]
საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა – ერთ-ერთი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ცოცხალი რეპტილიების (გველის და კუს ჩათვლით) იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 37 760 დოლარის 0.89 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი შედარებით ნაკლები იყო და 22 740 დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი 0.49 ტონა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, რეპტილიების მთლიანი იმპორტიდან 80%-ზე მეტი ჩინეთიდან ხორციელდება. […]
პირველადი პროექტით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით მეტია. […]
ორბანმა უნგრეთში მიიწვია ნეთანიაჰუ დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის მიუხედავად

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავისი ისრაელელი კოლეგა მიიწვია უნგრეთში, რითაც უგულებელყო ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი. 22 ნოემბერს უნგრეთის ტელევიზიით ყოველკვირეულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ICC-ს გადაწყვეტილება ორდერის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველი ნეთანიაჰუსთვის ღაზის ომის დროს ჩადენილ „კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულში“ ბრალდებაა, „აღმაშფოთებლად თავხედური და ცინიკურია“. ICC-მ […]