„ფორმულა 1“-ის პატივსაცემად ცქრიალა ღვინის ხელით მოხატული ბოთლი გამოუშვეს

იტალიურმა ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა და „ფორმულა 1“ – ის რბოლის სპონსორმა Ferrari Trento-მ გამოავლინა ბოთლის დიზაინი, რომელსაც წარადგენს ლას-ვეგასის გრან პრიზე. ამის შესახებ The Drinks Business წერს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბოთლები ხელით მოხატეს. ბოთლის დიზაინი განკუთვნილია ლას-ვეგასის კაშკაშა განათების წარმოსაჩენად. აღნიშნულია, რომ დიზაინი დიდწილად შთაგონებულია ამერიკული ქუჩის ხელოვნებით. სულ ხუთი ასეთი ბოთლი შეიქმნა: თითო–თითო სამი […]
კახეთში, სოფელ საბუეს მთებში, ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მთებში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის რამდენიმე კერაა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი კავკასიონის ქედზე ალპურ ზონაშია და იწვის ტყის ქვედა საფარი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს. ამ ეტაპზე უცნობია, ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული.
“მოდით, ყველა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არ შევაგინოთ არც ერთ პარტიას, სანამ ზუსტად არ ვიცით რას იზამს ხვალ” – ნადიმ ხმალაძე

ქართველი მებრძოლი, სამოქალაქო აქტივისტი, ნადიმ ხმალაძე: მოდით ყველა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არ შევაგინოთ არც ერთ სუბიექტს თუ პარტიას, სანამ ზუსტად არ ვიცით მისი გადაწყვეტილება, თუ რას იზამს ხვალ, არაფერს გვაძლევს ეს. ეს მხოლოდ ბიძინას აწყობს და თუ არ მიწყენთ, ამას ვინც აკეთებს, ეჭვი მაქვს, ბიძინას დავალებას ასრულებს, რადგან ზუსტად ეს უნდა ბორიას. დაყოს უფრო მეტად, […]
ტრამპმა გენერალურ პროკურორად გაეცის ნაცვლად, პემ ბონდი დაასახელა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 21 ნოემბერს განაცხადა, რომ პემ ბონდს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ასახელებს. ის ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელიც საარჩევნო კამპანიამდეც ტრამპის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. პოსტზე ბონდი ამერიკის სენატის განახლებულმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, რომელიც პირველად 2025 წლის იანვარში შეიკრიბება. განცხადება შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ახალ ნომინაციასთან დაკავშირებით ტრამპმა […]
ბერლინი და პარიზი, ICC-ის მიერ გაცემულ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერებს შეისწავლის

გერმანიის მთავრობა სიფრთხილით შეისწავლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გაცემულ დაკავების ორდერს. თუმცა, არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს გერმანიაში, ისრაელის დელეგაციის ვიზიტის დაგეგმვამდე, აცხადებენ გერმანიის მთავრობაში. ნეთანიაჰუ ბოლოს გერმანიაში 2023 წლის მარტში ჩავიდა და ამჟამად ორ ქვეყანას შორის ვიზიტი არ იგეგმება. „მიჭირს წარმოდგენა, რომ ჩვენ ამ საფუძველზე […]
ანა დოლიძე – 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული ახალგაზრდები სისტემას ტყვედ ჰყავს აყვანილი

400 ლარიანი ჯებირებისთვის ბრალდებული ახალგაზრდების კვლავ ციხეში დატოვება არის პირდაპირი სასჯელი ,,ქართული ოცნების” მხრიდან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. ანა დოლიძე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს. „400 ლარიანი ჯებირებისთვის ბრალდებული ახალგაზრდების კვლავ ციხეში დატოვება არის პირდაპირი სასჯელი ,,ქართული ოცნების” მხრიდან. სისტემას ტყვედ ჰყავს აყვანილი […]
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. რაც შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირს, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა თელავის ქუჩის კვეთიდან […]
აღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია – სომხეთთან რევანშის იმედით

ერთა ლიგის B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება – 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში. პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, A დივიზიონში აღზევებასთან ახლოს ვიყავით და გავარდნის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით. საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს […]
ანგელა მერკელი – ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, მათ შორის ბუქარესტშიც, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა

ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერგელმა გამოცემა Spiegal-თან მისი მემუარების გამოსვლასთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, აქვს თუ არა მას შეგრძნება, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მისი გადაწყვეტილების გამო ის […]
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს

23 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში, XI პავილიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოფენის გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ჯემაიმა ნიუკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში […]