იტალიაში – ნეაპოლის თეატრმა უარი თქვა პუტინის ერთგულ მომღერალთან თანამშრომლობაზე

ნეაპოლის „ტეატრო სან კარლომ“ მოსკოვის კრემლთან დაახლოებულ საოპერო მომღერალ ილდარ აბდრაზაკოვთან თანამშრომლობაზე პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო უარი განაცხადა. თეატრის ხელმძღვანელობამ ის მოხსნა ოპერებიდან – “ატილასა” და “დონ კარლოსიდან.” აბდრაზაკოვი კრემლის მხარდამჭერია და პირადად არის დაკავშირებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ევროპარლამენტის წევრი პინა პიჩერნო, რომელიც სათავეში ედგა აქტიურ კამპანიას მომღერლისთვის იტალიაში წარმოდგენებში მონაწილეობის აკრძალვის მიზნით, სოციალურ ქსელში […]
ომბუდსმენის აპარატი – დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა – პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისეკო დევიძე მოინახულა დავაკების დღესვე და ასევე შიმშილობის დაწყების შემდეგაც. „აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი […]
18 წ. | მეცხრე ფინალი მეექვსე ტიტულისთვის

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 23 ნოემბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიჯრით მე-9 ფინალში ითამაშებენ და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “მარკეტა სთედიუმზე”, თამაში საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე ესპანეთი იქნება. საქართველო ესპანეთს ფინალში ერთხელ უკვე ეთამაშა. ეს 2019 წელს, კალინინგრადში მოხდა და “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 20:10 გაიმარჯვეს. მანამდე, 2018 წელს საქართველომ […]
მდინარაძე: პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს დავასახელებთ, რომელიც გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას თქვა, რომ ეცდებიან “სერიოზული ხარვეზი” აღმოფხვრან და ის დაასახელონ, ვინც “გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს”. ამის შესახებ მან 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. “შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს”, – […]
რიკარდ იოზვიაკი – ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს – საკვანძოა, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ

ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს, რასაც უნდა დავაკვირდეთ, საკვანძოა, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროპარლამენტი არასავალდებულო რეზოლუციას საქართველოზე 28 ნოემბერს მიიღებს. რასაც უნდა დავაკვირდეთ, საკვანძოა, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. იყო საუბრები, დაესწრებოდა თუ არა […]
ამერიკელი ინვესტორი სტივენ ლინჩი Nord Stream 2-ს შეძენით არის დაინტერესებული

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელმა ინვესტორმა სტივენ ლინჩმა, აშშ-ს მთავრობას სთხოვს, რომ მას აუქციონში მონაწილეობის ლიცენზია მიანიჭონ. ბიზნესმენს სურს, მიიღოს ვაჭრობაში მონაწილეობა, თუ Nord Stream 2-ს აუქციონზე გაიტანენ. ინვესტორის თქმით, მილსადენის მფლობელობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი გახდეს და აშშ-ს გრძელვადიან ინტერესებს მოემსახუროს. ,,ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ამერიკისთვის და ევროპისთვის, გააკონტროლონ ევროპის […]
ქართველი ფეხბურთელების მიმართ ევროპაში ინტერესია და მჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება – რამაზ სვანაძე

რამაზ სვანაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, იმედოვნებს, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მეტი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. „ფეხბურთში მთავარია, რეალობის განცდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს წინსვლაში გვეხმარება. მიზნისკენ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ. სამი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გეგმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წინსვლას უნდა წაადგეს. ამ გეგმას ყველა ასაკობრივი გუნდი მიჰყვება. დარწმუნებული ვარ, […]
არმატურის დემპინგური იმპორტის გამო ორი უმსხვილესი საწარმო განახევრებული წარმადობით მუშაობს – ასოციაცია

მწარმოებელთა ასოციაციაში ელიან, რომ კონკურენციის სააგენტო არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას ნოემბრის ბოლოს მოამზადებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდება, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია ამ ეტაპზე განახევრებული წარმადობით მუშაობს. მარიანა მორგოშიას განცხადებით, რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე […]
“ბორჯღალოსნები” | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის

24 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ტონგასთან გამართავენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13 საათიდან შეუძლიათ შეკრება. იტალიასთან მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში ბრუნდება ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა. თითო ცვლილებაა […]
კაცმა, რომელმაც ციხე “ოცნების” ამნისტიით დატოვა, ცოლი შვილის თვალწინ მოკლა

39 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ქვით არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა. ციხიდან არჩვევნების წინ “ქართული ოცნების” ამნისტიის გამოსული კაცი ყოფილ მეუღლეს სახლში მიუვარდა, ჩხუბი დაუწყო, წააქცია და ქვით სცემა. ადგილობრივების თქმით, კაცი სასტიკი ანგარისწორების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილ მეუღლეს ქვას გამეტებით უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც ურტყამდა. დასახიჩრებული ქალის გადარჩენას ექიმები 8 დღე ცდილობდნენ. […]