MIT სწავლას დაუფინანსებს სტუდენტებს, რომელთა ოჯახების შემოსავალი $200,000-ზე ნაკლებია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) სტუდენტებს, რომელთა ოჯახები წლიურად $200,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მომავალ შემოდგომაზე სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლებს. The New York Times-ის თანახმად, ესაა ეროვნული მოძრაობის ნაწილი, რომელიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები $100,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, უნივერსიტეტი ყველა სხვა ხარჯსაც დაუფარავს, იქნება ეს საცხოვრებელი, კვების, გადასახადების, წიგნების თუ პირადი დანახარჯი. […]
„სანამ გათბობას ჩართავთ, შეამოწმეთ რადიატორები“ – „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯების ასარიდებლად გათბობის რადიატორების შემოწმებას ურჩევს. ეს გათბობის ჩართვამდე უნდა გაკეთდეს, რადგან, სპეციალისტის განმარტებით, ხშირად რადიოატორში გროვდება ჰაერი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიდევნოს. “ასეთ დროს რადიატორი არ თბება სათანადოდ და გათბობის ქვაბიც მეტი დატვირთვით მუშაობს, ხოლო ეს ნიშნავს მეტ გადასახადს თვის ბოლოს. რადიატორების ჰაერისგან დაცლა შესაძლებელია მარტივად. ამისთვის, რადიატორზე არსებული პატარა […]
ოპოზიციამ, 24 ნოემბერს 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და პარლამენტთან ღამისთევა დააანონსა

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს. თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, – აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, […]
ოპოზიციამ საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამ გეგმის თანახმად, 24 ნოემბერს, 21 საათზე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ეს აქცია მსვლელობით გადაინაცვლებს რუსთაველზე, პარლამენტისკენ, სადაც მომიტინგეები გიორგი ვაშაძის თანახმად, ღამეს გაათევენ. 25 ნოემბრის დილით, როგორც ცნობილია, პარლამენტი აპირებს პირველი სხდომის ჩატარებასა და […]
ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას აანონსებენ

ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებს მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას. „24 ნოემბერს 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე“ – წერს პარტიების კუთვნილი ტელეგრამ-არხი, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“. ამჟამად, შაბათს, დღის ოთხი საათის შემდეგ, პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ – მოწოდებით, გადაკეტილია გმირთა მოედანი. ორშაბათ დილას ახალი პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი. […]
ზივზივაძემ მეცხრე გაიტანა – “კარლსრუე” ბუნდესლიგისკენ დაიძრა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „გროიტერ ფიურტი“ 3:2 დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, დიდი ძალებით შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს: ჯერ ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე ზივზივაძის წამოწყებული კონტრშეტევა ბამბასე კონტემ დააგვირგვინა, ცოტა ხანში მეკარე ნაუელ ნოლის შეცდომით ფაბიან შლეიზენერმა ისარგებლა და მისი კარი დალაშქრა, ხოლო „გროიტერ ფიურტმა“ მხოლოდ […]
საკვების გაფუჭებით ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია – როგორ გავუხანგრძლივოთ შენახვის ვადა ხილსა და ბოსტნეულს

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული საკვების 40% იხარჯება. სურსათის ნარჩენები შეადგენს სათბურის გაზების გლობალური გამონაბოლქვის დაახლოებით 10%-ს – თითქმის ოთხჯერ აღემატება გლობალურ საავიაციო ინდუსტრიას. ნარჩენების გამომწვევი მიზეზებია არასათანადო შენახვა, ასევე ის, რომ ადამიანები სწრაფ და მოცულობით შესყიდვებს ახდენენ და მათი დრო არ აქვს, საჭმელი მიირთვან, სანამ ის გაფუჭდება. კომპანია NanoScience სანკტ-პეტერბურგიდან შეიმუშავა ეკოლოგიურად […]
პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი რაფალ ტშაკოვსკი გახდა

პოლონეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარშავის მერი, რაფალ ტშაკოვსკი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ ლიდერი, დონალდ ტუსკი ავრცელებს. „22 126 ამომრჩეველი, დიდებული გამარჯვებული და დიდებული დამარცხებული. უაღრესად საინტერესო და ჭეშმარიტი კამპანია. ასეთი იყო ჩვენი პრაიმერიზი. დემოკრატია ასე გამოიყურება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონური მედიის ცნობით, პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ პრაიმერიზში […]
ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას

ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმიანება. „საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან“- […]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. “დილა” – “დინამო” (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში “დილა” თბილისის “დინამოს” მასპინძლობს.