აქციაზე დაკავებული: პოლიციელი მაგინებდა, ჩამსვა მანქანაში, ისინი სექსუალურად მავიწროვებდნენ

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებული ნათია ძიძიგურის თქმით, მას პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სექსუალურად შეავიწროვეს. ძიძიგურის ცნობით, ის დაკავებისას პოლიციის მანქანაში, გზაში მუხლებზე იდგა და მას სავარძელზე დაჯდომის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ მან ფორმულასთან, გადაცემა მე-17 სართულში ისაუბრა. “ძალიან მოულოდნელად დამაკავეს. მე ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი […]
რუსებმა საახალწლო ჯავშნები გააორმაგეს

საახალწლოდ საქართველოში მოგზაურობაზე რუსების მხრიდან რეკორდული მოთხოვნაა. სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ დაჯავშნის სერვისის Островок-ის მონაცემების თანახმად საახალწლო არდადეგების პერიოდში (28 დეკემბერი – 12 იანვარი) საქართველოში განთავსების ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველო რუსებისთვის საახალწლო არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების ტოპ 5-ში შევიდა, ჯავშნების რაოდენობით საქართველო მხოლოდ ბელორუსიას, თურქეთს, ტაილანდსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ჩამორჩება. Островок-ის ანალიტიკოსები ქვეყნის მზარდ […]
სტრესის მართვაში ადამიანებს სპეციალური სამაჯური დაეხმარება

რურულმა სტარტაპმა სტრესის მართვის მოწყობილობა შექმნა. WIN-ის (Worldwide Independent Marketing and Opinion Network) მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების 79% განიცდის სტრესს. თავის მხრივ, ეს მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. სტრესის გასაკონტროლებლად სტარტაპმა ნოვოსიბირსკიდან Safe Tech-ის სტარტაპმა ინოვაციური სამაჯური შეიმუშავა. ის აკონტროლებს სხვადასხვა მეტრიკას, მათ შორის სტრესის დონეს (გულისცემას შორის დროის გაზომვით), […]
ჰიდროფობიური ნანოკომპოზიტურ საფარით ენერგოკომპანიები 24%-მდე ზოგავენ ელექტროგადამცემი ხაზის მოვლის ხარჯს

ელექტროგადამცემი ხაზების გაყინვა საფრთხეს უქმნის ელექტრო ქსელების უსაფრთხო მუშაობას. ძლიერი ყინვა ხშირად სერიოზულ აზიანებს ელექტროხაზებს, ტყდება ელექტროგადამცემი ანძები, საყრდენი ბოძები. ენერგეტიკულ ქსელში ავარიები აზარალებს ბიზნესს, მოსახლეობას და სახელმწიფოს. მაგალითად, მხოლოდ აშშ-ს ტეხასის შტატში ზამთრის ძლიერი შტორმის გამო 2021 წელს 4,5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეკონომიკური ზარალი 130 მილიარდ დოლარად შეფასდა. ყინვა ასევე აფერხებს ქარის […]
ნეირობოტი მკურნალობის ეფექტურობას 30%-ით ზრდის

ტელემედიცინა ვითარდება. ახლა პაციენტების ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია რობოტით არის შესაძლებელი. ყოველწლიურად მსოფლიოში ინსულტი 12,2 მილიონ ადამიანს ემართება. შემთხვევების 16%-ზე მეტი ხდება 15-49 წლის ადამიანებში, ხოლო შემთხვევების 60%-ზე მეტი 70 წლამდე ასაკის ადამიანებში. 101 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ინსულტისშემდგომი გართულებებით, ესაა: მეტყველების პრობლემები, სიარულის გაძნელება, დამბლა. ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება პაციენტების რეაბილიტაციას შეიმუშავა სტარტაპმა სანკტ-პეტერბურგიდან, MRobot. ხსნარი, სახელად Neurorobot, […]
პოლიციის მანქანაში სექსუალურად მავიწროვებდნენ, მთელი გზა მუხლებზე დამაყენეს – დაკავებული დემონსტრანტი

19 ნოემბერს საპროტესტო დემონსტრაციაზე დაკავებული მოქალაქე, ნათია ძიძიგური ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი სექსუალურად შეავიწროვეს, შეურაცხმყოფელად მიმართავდნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორამდე მანქანაში მუხლებზე დამდგარი ატარეს. „ძალიან მოულოდნელად დამაკავეს. ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს. თმებში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერში ექაჩებოდა“, – იხსენებს ის, რა მოხდა […]
გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა

გმირთა მოედანზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, მოძრაობა გადაიკეტა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედნის ის გზა, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან კოსტავას მიმართულებით ადიოდა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები გაშალეს. პოლიტიკოსების თქმით, მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ და ამ პერიოდის განმავლობაში […]
მშრალად მოშიმშილე ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს და გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები უცნობია. მშრალი შიმშილობისას ადამიანი წყალს არ სვამს, რაც ორგანიზმზე მძიმე კვალს ტოვებს. ისაკო დევიძეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა […]
24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]
გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრზელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს. “საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით […]