ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე – ვფიქრობ, ამ წინადადებებს იანვარში ვნახავთ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ახალი შემოთავაზებების მოსმენა მსურს ომის დასრულების საკითხზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვეტყვი, და სხვათა შორის, აფრიკული ქვეყნების, აზიისა და არაბული ქვეყნების ლიდერებს… მზად ვართ მათი შემოთავაზებები დავინახოთ. ასევე მსურს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შემოთავაზებების ნახვა. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებებს უკვე იანვრის თვეში ვნახავთ. და […]
ყორუდაში-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ144-კმ151 (ყორუდაში-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ143 (წყალტუბოს გადასახვევი-ყორუდაში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ბირთვული უსაფრთხოების რისკებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სიმძლავრე საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ განცხადება მაგატე-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გააკეთა. მისი თქმით, ეს ბირთვულ უსაფრთხოებაზე დამატებით ზეწოლას ახდენს. „მართალია, ატომური ელექტროსადგურები – ხმელნიცკაია, რივნე და სამხრეთ უკრაინა – უშუალოდ არ დაზიანებულა და მუშაობა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ […]
გერმანია და ფინეთი წყალქვეშა კაბელის დაზიანების მიზეზებს იძიებენ

ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი აღარ ფუნქციონირებს. ფინური სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანია Cinia, რომელიც კაბელს მართავს, აცხადებს, რომ ის, შესაძლოა, „გარე ძალამ“ დააზიანა. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ინციდენტის გამო ორივე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელი C-Lion1 ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკს გერმანიის პორტ როსტოკთან აკავშირებს. ფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის (YLE) ცნობით, C-Lion1 ერთადერთი პირდაპირი […]
გამოკითხული რუსების 53%-ს სამშვიდობო მოლაპარაკებები სურს

კვლევითი კომპანია Russian Field-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ნოემბერში გამოკითხული რუსების 53% რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლას ემხრობა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 36%, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის მარტიდან, დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში. სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეთა რაოდენობის ზრდისა და ომის მომხრეთა რაოდენობის […]
24-25 ნოემბერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება, ბევრი იქნება საბრძოლველი – გვარამია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 24-25 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა „ყველაფერი ამით არ მთავრდება“. „25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს “ქართული ოცნებისთვის”. საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, – თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე. „24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ […]
მამარდაშვილის “ვალენსიამ” ორი თვის შემდეგ პირველად გაიმარჯვა

ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ბეტისს“ 4:2 მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. მასპინძელთა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.2, flashscore 6.1, whoscored 5.8. „ვალენსიამ“, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 21 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, 10 ქულით მეთვრამეტე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, გასვლაზე თასზე „პარლა ესკუელასთან“ გამართავს. […]
10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთში 1 მილიარდის ავტომობილი გავიდა, დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ 50 მლნ-ის ჩავიდა

რეკორდი მოხსნილია – 10 თვეში საქართველოდან 2 მლრდ დოლარის ავტომობილები გავიდა, აქედან თითქმის 1 მილიარდის ყირგიზეთში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ 50 მლნ-ის ჩავიდა. ეს ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად. გამოდის, რომ გზაში 900 მლნ-ის ავტომობილები გაქრა. სავარაოდ, სქემა ასე მუშოაბს: აკრძალულ ტვირთზე, რომლის გატანაც რუსეთში არ შეიძლება, საბუთები ფორმდება თითქოს რუსეთის გავლით ყირგიზეთში მიდის, რეალურად, კი […]
ელენე ხოშტარია – ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნების“ შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას, არ ვაღიარებთ და არ ვიღებთ! – „ოცნება“ იქნება სრულ იზოლაციაში

როგორც კი მოიპარეს არჩევნები ვთქვით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საერთო წინააღმდეგობის მოძრაობა, ამ მოძრობას აქვს განსხვავებული ეტაპები და ფორმები, თქვენ ნახეთ, რომ ქალაქის პარალიზება არის ერთი მიმართულება, რომელიც თსუ-თან პოლიციისთვის მოულოდნელად განვახორციელეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მათ მიერ დაგეგმილი აქტივობები გაფრთხილებაა, […]
თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს

ხვალ შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც 21:00 საათზე შევიკრიბებით იმისათვის, რომ მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდეთ, პარლამენტისკენ, რომელიც ისე როგორც ქვეყანა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, ივანიშვილის აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არც […]