ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობას ვუხდი ყველას – ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება

თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმისთვის მუშაობდა, რომ ეს მომხდარიყო და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. ასევე […]

პრემიერი – ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ

ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა. „დიდი სიამაყით და სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მინდა თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული […]

მაია სანდუ – რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით – ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპის ასაშენებლად

რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დიდი პატივია ევროკავშირში გაწევრიანების გზის უკრაინასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან გაზიარება. რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით. მოდით, ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი […]

ანრი ოხანაშვილი – ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს – ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა

ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. ასევე, ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა – დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ქართველ ხალხს კიდევ ბევრი წარმატება ელის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. მე ასევე, ვულოცავ […]

მამუკა მდინარაძე – კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას – ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ

რეალურად, ეს [კანდიდატის სტატუსის მიღება], რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციას – ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ამაყად და ღირსებით გავიარეთ,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა შარშანდლისგან განსხვავებით ძალიან სამართლიანი […]

დავით მათიკაშვილი – საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო – მინდა მივულოცო ყველას, ვისაც სჯეროდა და ვისაც არ სჯეროდა

საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე მინდა მივულოცო საზოგადოებას, მთელს საქართველოს, ყველას აბსოლუტურად, ვისაც სჯეროდა დღევანდელი დღის და ვისაც არ სჯეროდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას გამოეხმაურა. როგორც […]

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ” გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ისტორიის დაწერა და დღეს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი! “, – აცხადებს ნათია თურნავა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა

“ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გადმოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დილიდან უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი. […]

“მოქალაქეებმა გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით ხელისუფლებას, რომ ეს დღეც დამდგარიყო” – მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღეც დამდგარიყო. ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. გილოცავთ, თითოეულ თქვენგანს, ყველა ადამიანს, ვისაც ეს ძალიან უხარია. მე არ მეგულება ქართველი ამ ქვეყანაში, ვისაც […]

გილოცავთ – რას წერს “ხალხის ძალის” ლიდერი, სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „გილოცავთ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის, დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო. ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, […]