ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი – ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ლიდერებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება

ორბანმა ოთახი დატოვა, მაგრამ იგი ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაი ვერჰოფშტადტმა განაცხადა. „ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება“, – წერს გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ვერჰოფშტადტმა […]
გიორგი ვაშაძე – დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი და რუსული დეზინფორმაციული კამპანია – ეს თქვენი გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვება

საქართველომ, რომელსაც ევროკავშირთან არ აქვს სახმელეთო კავშირი, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – ეს თქვენი დამსახურებაა, ქართველი ხალხის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, დღეს თუ ვინმე დამარცხდა, დამარცხდა რუსეთი და ამასთან, რუსული დეზინფორმაციული კამპანია. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და წინსვლას არასდროს […]
გიორგი ბარამიძე – დღეს ხალხმა საქართველოში დაამარცხა პუტინისტური ძალები, ევროკავშირმა კი დაამარცხა პუტინი – მინდა მივულოცო მიხეილ სააკაშვილს, მინდა გავიხსენო ზურაბ ჟვანია

დღეს ქართველმა ხალხმა გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, ქართველმა ხალხმა დაამარცხა პუტინიზმი, ქართველმა ხალხმა ლოკალურად, საქართველოში დაამარცხა პუტინისტური ძალები, ხოლო გლობალურად ევროკავშირმა დაამარცხა პუტინი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ყველას დიდი გამარჯვება, ვისაც უნდა თავისუფლება. „გილოცავთ ყველა ქართველს, […]
ლევან ხაბეიშვილი – ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს

ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს. „კალაძე ამბობდა, რომ „თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი, თუ არ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და წარმატება

მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. […]
ირაკლი ღარიბაშვილი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების საზეიმოდ, ხვალ, მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის […]
საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება თავისუფლების მოედანი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. „შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ […]
მაია სანდუ – საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. “საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა ამ გზაზე თქვენს გვერდით დგას, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას”, – წერს […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ – დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია

ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის დღიდან, ქართველი ერის ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა. ,,ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად […]
მდინარაძე: დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების ფართო მაგისტრალია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს იმას, რომ მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით რომ ეს დღე დამდგარიყო ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით, საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაა.