ღარიბაშვილი: ესაა დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად, ხალხისთვის მოიპოვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბრიფინგით გამოეხმაურა. მან მოქალაქეებს მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და თქვა, რომ “ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ხალხისთვის მოიპოვა”.
“ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ”, – თქვა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის.
ღარიბაშვილმა, ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდსა და პარლამენტს. პრემიერმა დღევანდელი დღე მიულოცა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს:
“განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, პარლამენტს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ეს დღე პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიაღწია მაქსიმუმს. დღევანდელი დღე არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა”.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.