“ორბანმა დატოვა ოთახი კენჭისყრამდე“- გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით მის გარეშე მიიღეს

ვროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის არყოფნის დროს მიიღეს, რამაც მათ ვეტოს თავიდან აცილების საშუალება მისცა. ამის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, უკრაინული გამოცემის “ევროპეისკაია პრავდას” კორესპონდენტთან. ევროპული საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელმა თქვა, რომ ორბანმა შეგნებულად დატოვა შეხვედრა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს. „მთავარი ის არის, […]

ღარიბაშვილი: მე მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მე მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება.

რობერტა მეცოლა – თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ და დღეს, საქართველო ამაყია – ჩვენ ისტორია შევქმენით, ახლა ერთად დავწერთ მომავალს

ქართველი ხალხის ხმა და ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვისა და ევროკავშირისთვის ამ ისტორიულ დღეს. თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ, და დღეს, საქართველო ამაყია მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს იმედს ნიშნავს”, – წერს მეცოლა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ასევე, ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში […]

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი – საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ ქვეყნებს მათი ევროპული მომავლის ნათელი პერსპექტივა ვაჩვენეთ“, – წერს პეტრ ფიალა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, […]

გიორგი გახარია – გილოცავთ! – ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა

„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, ეს გამარჯვება ეძვნება წინაპრებს. „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო […]

ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის – მოლდოვა ამ გზაზე თქვენ გვერდით დგას – მოლდოვის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. “საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის. მოლდოვა ამ გზაზე თქვენ გვერდით დგას, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას,” – წერს […]

“ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის” – ღარიბაშვილი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საზეიმო ბრიფინგზე, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა, განაცხადა, “მე მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს. და, დღევანდელი დღე, […]

“სანამ მიშა “კლეტკაშია”… იცის ამ ოღრაშმა სალომემ, რომ მიშა მკვდარიც უფრო რეიტინგულია, ვიდრე თავად პრეზიდენტის სტატუსითაც კი” – ხოფერია

სალომეს უნიჭო თამაშები … საქართველოს იმპიჩმენტსგადარჩენილმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არ უთქვამს სააკაშვილს არ შევიწყალებო. ანუ, დააფიქსირა მიშას შეწყალების ალბათობა. И хочется и колется- აქვთ რუსებს ასეთი გამოთქმა. აი, სალომესაც ეგრე სჭირს. არა, хочется არა.. надо, Вася, надо!!! უფრო ეგ ამბავია მის თავს. აბა, აგენტად და რეზიდენტად რომ იქცევი 70 წლის, ფეხზებატკანშებმული დედაკაცი, რასაც გეტყვიან, უნდა […]

“ყველა იმ ხელისუფალის დედას შე@@ცი, ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს ორლულიანი სანადირო თოფის გაფორმებას რომ აუკრძალავს” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ბანალურ თემაზე ვწერ, მაგრამ შესაფერისი ტერმინოლოგიით. მე ამ ქვეყნის ყველა იმ ხელისუფალის დედას შე@@ცი (ფორმალურის თუ არაფორმალურის, ბიძინა ერქმევა, მიშა თუ გრიშა) ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს ორლულიანი სანადირო თოფის გაფორმებას რომ აუკრძალავს. ეგეთი განწყობით გამოვედი შსს-ს მომსახურების სააგენტოდან.

ირლანდიის პრემიერი – ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა – ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის

ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და ამას პატივს ვცემ. ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა. “ორბანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, და თავის აზრს არ იცვლის. მაგრამ მან გადაწყვიტა ვეტოს ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა. მან მიიღო გადაწყვეტილება ეს არ გაეკეთებინა, და პატივს ვცემ, რომ ეს […]